ინციდენტი ზუგდიდში - დაჭრილია ორი ადამიანი
13:17:35     07-08-2015
ზუგდიდში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი 2
ადამიანი ამ დრომდე ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოშია
მოთავსებული.
პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩებიან.
ზუგდიდში, ერთ-ერთ რესტორანში 4 ადამიანი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

როგორც "პრესა.ჯი"-ს მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
"საავადმყოფოში 4 ადამიანი გადაიყვაბეს, ორ მათგანს უმნიშველო ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება 239 - ე მუხლით მიმდინარეობს",- აცხადებენ შს სამინისტროში.