ირანული იარაღი სირიისთვის
11:32:17     23-03-2011
ირანული სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც თურქეთის მოთხოვნით დიარბექირში დაეშვა, იარაღი აღმოაჩინეს. ამის შესახებ, ებრაული გაზეთი “ედიოტ ახრონოტი,” თურქულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავზე იარაღით დატვირთული რამდენიმე ყუთი იპოვეს. მოხდება თუ არა, ნაპოვნი იარაღის კონფისკაცია და რა ელით თვითმფრინავის პილოტებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჯერჯერობით, განმარტება არც ირანის, ან თურქეთის ხელისუფლებებს გაუკეთებიათ. ეს, უკანასკნელ კვირაში, ირანული თვითმფრინავის უკვე მეორე იძულებითი დაჯდომაა, თურქეთის ტერიტორიაზე.
წინა ინციდენტის დროს, როდესაც აღმოჩნდა რომ ირანელებს სირიაში იარაღი გადაჰქონდათ, თურქეთმა თვითმფრინავი, ჩხრეკის შემდეგ, გაათავისუფლა. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ეს სტანდარტული პროცედურა იყო. მედიის ნაწილის ინფორმაციით, მაშინ ბორტზე ბირთვული მასალები აღმოჩნდა.