„პოლიციელები მოქალაქეს მეუღლის და დის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ", - რა მოხდა განყოფილებაში?
15:33:18     06-08-2015
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ავალიანმა „პრესა.ჯი“-სთან ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან სასტიკი ცემისა და ცოლის გაუპატიურების მუქარის შემზარავ დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქმის კურსშია სახალხო დამცველიც. ნანუაშვილის აპარატი მთავარ პროკურატურას მიმართავს და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, მოქალაქე ვლადიმერ ბარათაშვილის განცხადებით, სამგორის და ვარკეთილის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა ის გასაღების აცმით სცემეს.
პოლიციელები დაკავებულისგან მოითხოვდნენ ძარცვის ფაქტის აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით და მეუღლისა და დის გაუპატიურებით დაემუქრენენ.
დაკავებული ამბობს, რომ ცემაში მონაწილეობას იღებდა ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს უფროსი ვინმე თამაზაშვილი და მისი მოადგილე.
როგორც „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წევრმა თამარ ავალიანმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, დაკავებულს აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.
- რა მდგომარეობაშია მოქალაქე, რომელიც პოლიციას ცემასა და მუქარის განხორციელებაში ადანაშაულებს?
- ვლადიმერ ბარათაშვილი არის სასტიკად ნაცემი, მე ის 4 აგვისტოს მოვინახულე, ჩემი თვალით ვნახე რომ დაკავებულს თავისა და სახის არეში ჰემატომები აღენიშნება. მისი გადმოცემით, მიმდინარე წლის სამ აგვისტოს 5-6 პოლიციელი 15 წუთის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონულ პოლიციაში სცემდა, რომ მას დანაშაული ეღიარებინა. თუმცა ბარათაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. მას დღემდე ბრალად ედება ყაჩაღობა.
- კონკრეტულად ვინ იძალადა დაკავებულზე?
- მას ერთი პოლიციელის გვარი ახსოვს - ვინმე თამაზაშვილი. როგორც გავიგეთ ეს პიროვნება რაიონული სამმართველოს უფროსია. ცემაში მონაწილეობდა მისი მოადგილეც. ამის შემდეგ ბარათაშვილი გადაიყვანეს მესამე მასივის პოლიციაში, სადაც გაგრძელდა ფიზიკური ანგარისშწორება აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად. სწორედ აქ დაემუქრნენ მას ორსული ცოლისა და დის გაუპატიურებით. მას შემდეგ რაც მუქარით ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, პოლიციელებმა დაკავებულს გასაღებების აცმით დაუწყეს ცემა.
როგორც აღვნიშნეთ, საქმის კურსშია სახალხო დამცველიც. იხილეთ ომბუდსმენის განცხადება:
„2015 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ ვ.ბ-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ბრალდებული ვ.ბ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა 2015 წლის 4 ივლისს მოინახულა.
ვ.ბ.-ს განცხადებით, იგი 3 აგვისტოს, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს, სადაც სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების უფროსმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვ.ბ.-ს თქმით, შემდეგ იგი გადაიყვანეს ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ლიკვიდაციით, ასევე, ცოლის და დის გაუპატიურებით ემუქრებოდა. შემდეგ სხვა პოლიციელებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მონახულებისას ვ.ბ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამასთან, დაზიანებების შესახებ მითითებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული აღნიშნავს, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო მსჯავრდებულთა სხეულებზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.