ანა დოლიძე: სკოლებში სამხედრო სწავლება უნდა იქნას შემოღებული
20:25:30     03-08-2015
თავდაცვის სამინისტრო სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ "ტელეიმედთან" ინტერვიუში განაცხადა , ამ ინიციატივას საფუძვლად უდევს იმის აღმოჩენა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომლებითაც სკოლებში ისტორია ისწავლება, გამორჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ქართველი გმირების შესახებ.
"უფრო კონკრეტულად 2008 წელს დაღუპული პირების შესახებ, რომლებმაც გამოავლინეს გმირობა, მაგალითად გიორგი ანწუხელიძე. ჩვენი ინიციატივა იყო ისტორიის სახელმძღვანელოებში, უფრო დაზუსტებულიყო მათი გმირობის ისტორია. მე მგონი უდავოა, რომ საჭიროა ჩვენს მომავალ თაობებს ვასწავლოთ ის განსაკუთრებული ზნეობრივი საქციელი, რომელიც ამ პირებმა ჩაიდინეს. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო როგორც არჩევითი საგანი, მაგალითად სამხედრო და თავდაცვის ისტორია. ეს იქნებოდა საგანი, სადაც საკუთარი სურვილით სტუდენტები, მოსწავლეები აირჩევდნენ ესწავლათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარების ისტორია", - განაცხადა დოლიძემ.
კურსი რას ითვალისწინებს, დოლიძის განცხადებით, ჯერჯერობით ეს დაზუსტებული არ არის.