ატმის შესანიშნავი ნამცხვარი

  21:04:31     31-07-2015

ამ ტრადიციულ ნამცხარს "Peach Cobbler" ჰქვია და ის ნამდვილად არის  ატმის სეზონის განუყოფელი ნაწილი.

მოიმარაგეთ:

ჭიქა შაქარი ცომისთვის, + 3 კოვზი გულსართისთვის;

5 ცალი მწიფე, დიდი ატამი, გაფცქვენით, თხლად ან კუბებად დაჭერით; 2 ჭიქა ფქვილი;

1/2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი (ე.წ. კარტოფილის ფქვილი);

1/2 ჩ.კ. მარილი;
 2 1/2 კოვზი გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა;

250 გრამი რძე;

100 გრამი გამდნარი კარაქი;

მომზადება: გააცხელეთ წინასწარ ღუმელი;

პატარა ჯამში აურიეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 სუფრის კოვზი სახამებელი. მოურიეთ. ჩაუშვით ჯამში დაჭრილი ატმები და ამოგანგლეთ შაქარში და სახამებელში. ჯამი გვერდით გადადეთ და დაიწყეთ ცომის მომზადება;

მეორე პატარა ჯამში ჩაუშვით 1 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი ან სოდა; ცალკე ჯამში: ჩაუშვით რძე და გამდნარი კარაქი. მოურიეთ, შემდეგ ეს რძიანი კარაქი ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილიან ჯამში; 

გადაიტანეთ ცომი ცხიმსაწმულ ფორმაში. დააწყვეთ ზედ ატმები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 60 წუთი. იქამდე, ვიდრე ნამცხვრის გული კარგად არ ამოშრება.

გემრიელად მიირთვით!