მოუწევს თუ არა ხიდაშელს გადადგომა?
23:47:16     30-07-2015
უკუღმა დაკიდებული გერმანიის დროშის შემდეგ, თინა ხიდაშელი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ივანიშვილის წყალობით გამინისტრებულმა ხიდაშელმა ამჯერად ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები გაანაწყენა. ის, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი გმირების მშობლებს საკმაოდ აგდებულად ესაუბრა. მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა უკვე გამოიწვია პირველი რეაქცია: ხიდაშელი უნდა წავიდეს.
"მე ვერ შეგპირდებით, რომ ახლავე კომპენსაცია დაგენიშნებათ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება. მე კანონს ვერ დავარღვევ. ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ.
მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - ასეთი პასუხი გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, რომელიც სინამდვილეში, ქუჩაში დგომის კი არა, ივანიშვილისადმი უპირობო ერთგულების წყალობით აღმოჩნდა მთავრობაში.
თუმცა, "განმარტება" ხიდაშელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედამ ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა უყურადღებობაში დაანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი თანამდებობზე მათი დაღუპული შვილების წყალობით მოხვდნენ.
ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში თავდაცვის მინისტრთან შეხვედარზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები მთავრობის მისამართით შენიშვნებს ძირითადად, კომპენსაციის გაუცემლობის გამო გამოთქვმდნენ. მათი განმარტებით, სახელმწიფომ ისინი დაივიწყა.
"მოდის აგვისტო და არავინ გვეკითხება გვშია, გვწყურია, ვარსებოთ თუ რას ვშვებით. ყურადღებას არავინ გვაქცევს, როცა ჩვენი ბიჭები ქვეყანას შევწირეთ", - განაცხადეს მინისტრთან შეხვედრის დროს.
დაღუპული ჯარისკაცების დედების საყვედურები მინისტრმა არ გაიზიარა და განუმარტა, რომ მათთან კომუნიკაცია მთავრობას არასოდეს გაუწყვეტია.
"ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ მოგისმინოთ და მოგიკითხოთ არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ სისტემატიურად, ადამიანი დავნიშნე სამინისტროში, რომელიც ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს, მაგრამ თქვენ თუ არ ისაუბრებთ მათთან პრობლემებზე, ჩვენ ეს არ დაგვესიზმრება", - აღნიშნა ხიდაშელმა.
"თავდაცვის მინისტრი, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გმირების დედებს ეძველბიჭება, მომიტევეთ და ებლატავება - ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენა შეიძლება? აქ ქუჩაში მუდმივი დგომით მოვხვდიო - ეგ მართალია - იდექით, მათ გვერდით იდექით, ვინც ამ დედების შვილების მკვლელობას აპრავებდა.
ამჟამად კი თანაპარტიელი კოლეგა მინისტრი აპრავებს. გულისამრევია თქვენი მინისტრობაცა და თქვენი ქცევაც", - ასე გამოეხმაურა ხიდაშელის უპასუხისმგებლო განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე.
აღსანიშნავია რომ ხიდაშელის გადადგომას, რომელმაც დღემდე ვერც მინისტრის შესაბამისი ჩაცმა ისწავლა და როგორც ჩანს, ვერც მოქცევა, უკვე ითხოვენ სოციალურ ქსელებში. მის განცხადებას, დაღუპული ჯარისკაცების დედების მისამართით, საზოგადოების ნაწილი ამაზრზენს უწოდებს.