მკვლელობა ახალქალაქის რაიონში- სარქის აკოფიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

  15:23:28     29-07-2015

მკვლელობა მოხდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოსთან. დაუდგენელმა პირებმა  სარქის აკოფიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

მკვლელობა მაშინ მოხდა,  როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქიდან სოფელში ბრუნდებოდა.

თანასოფლელების იფნორმაციით, გარდაცვლილი მოსკოვში ცხოვრობდა და კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი.

როგორც "პრესა.ჯი"-ს ახალქალაქის გამგეობაში განუცხადეს, გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს. 

"მოხდა მკვლელობა, ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს მაქნქანაში, დღეს დაკრძალეს, რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, როგორც ვიცი ისინი დაკავებულები არ არიან",- აცხადებენ გამგეობაში. 

"პრესა.ჯი" შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყენბა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. 

მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.