სენაკის გამგებელი: 5 წლის ბავშვი სამხედრო მოსამსახურემ გააუპატიურა

  19:16:24     21-07-2015

სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში 5 წლის ბიჭი 18 წლის ახალგაზრდამ გააუპატიურა. შემზარავი დანაშაული  3 დღის წინ მოხდა. ბიჭუნას გაუპატიურების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„ფაქტს ვადასტურებთ,  ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებას პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

საგამოძიებო უწყებაში კატეგორიულად უარყვეს გავრცელებული ინფორმნაცია, რომ მოზარდზე ძალა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა იხმარა.   

„არ ვადასტურებთ, რომ ის არის უშუალოდ დაცვის პოლიციის თანამშრომელი”, -  განაცხადეს შსს-ში.

„პრესა.ჯი“-მ მომხდარის შესახებ მეტი დეტალი სენაკის გამგებლისგან გაიგო. გოჩა ენუქიძის განცხადებით, მოძალადე სამხედრო მოსამსახურეა.

„5 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით, 18 წლის სამხედრო მოსამსახურე დააკავა. პირი ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა სოფელში, ნათესავთან იმყოფებოდა და ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა. სხვა დეტალები არ ვიცი“,- გვითხრა გამგებელმა.

„პრესა.ჯი“ თავადაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დაკავებული „თავადაცვის სამინისტროს ჯარისკაცი არ არის“.

„დანარჩენ სტუქტურებსაც ჰყავთ ჯარისკაცები,  ამიტომ შეცდომაში ვერ შეგიყვანთ, სრული პასუხოსმგებლობით იმის თქმა შემიძლია, რომ დაკავებული თავადაცვის სამინისტროს ჯარისკაცი არ არის“,- აღნიშნავენ სამინისტროში.