კურტის და კორტნის სიმღერა ფილმის საუნდტრეკი გახდა
11:06:25     22-03-2011
კურტ კობეინის და კორტნი ლავის “Stinking of You” დოკუმენტური ფილმის, “Hit So Hard” – ის საუნდტრეკი გახდა. ამის შესახებ “NME” იტყობინება.
ფილმი კორტნი ლავის ჯგუფის “Hole” – ის დრამერს, ფეთი შემელს ეძღვნება, რომელიც ჯგუფში 1992 წლიდან 1998 წლამდე უკრავდა.
ფრაგმენტი, სადაც კობეინი და ლავი სიმღერას ასრულებენ, თავად შემელის მიერ, სამოყვარულო კამერითაა გადაღებული. ფილმში ასევე შესულია ეპიზოდი, სადაც კურტი ყვება, თუ როგორ სძულდა საკუთარი ჯგუფი.
პრემიერა ფესტივალ “South By Southwest” – ზე შედგება, რომელიც მექსიკაში, ამ დროისთვის, უკვე მიმდინარეობს.
28 მარტს კი ფილმს ნიუ-იორკში უჩვენებენ. იგეგმება რომ ჩვენებას ჯგუფის ყველა, ოთხივე წევრი დაესწრება. ეს მუსიკოსების პირველი თავშეყრა იქნება, 13 წლის შემდეგ.