ატმის უგემრიელესი ფლავი
23:17:56     18-07-2015
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
5 ცალი სახლეჩი ატამი (კანი ნაზად გააცალეთ, კურკა ამოუღეთ);500 გრამი ბრინჯი - მოგრძო.
100 გრამი ქაიშმიში;
150 გრამი ზეთი;
1 ვანილი;
მომზადება:
მოხარშეთ ბრინჯი მდუღარე წყალში (წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ). გადაწურეთ. გაავლეთ ცივ წყალში, რომ არ ჩაფლავდეს. გემრიელი ფლავისთვის მთავარია ბრინჯი არ გადაგეხარშოთ ანუ გადაწურეთ მაშინ, როცა ბრინჯი თითქმის მოხარშული იქნება, მაგრამ ბოლომდე არა.
ქვაბში ზეთი ჩაასხით და ზედ დაალაგეთ გაფრცქვნილი ატმები (ქვაბს ატმის ფსკერი გაუკეთეთ). ზედ მოაფრქვიეთ რამდენიმე კოვზი შაქარი და აცალეთ ოდნავ ჩაიშუშოს. ბოლოს კი ფენა-ფენა დაამატეთ: ბრინჯი, ქიშმიში, შაქარი გემოვნებით, ვანილი და პატარა კუბებად დაჭრილი ატამი ( ანუ ფენა-ფენა ააწყობთ ფლავს.)
ქვაბს სახურავი დაახურეთ და 2 წუთი დადგით დაბალ ცეცხლზე. კარგად ჩაშუშდება. ყურადღებით იყავით, რომ არ მიგეწვათ.
გემრიელად მიირთვით!