აშშ-ს ახალი სამხედრო ბიუჯეტი
11:00:17     22-03-2011
აშშ-ის სენატმა, სამხედრო პროგრამების დროებითი დაფინანსება 2011 წლის 8 აპრილამდე უკვე მეექვსედ გააგრძელა, ამის შესახებ “Defense News” იტყობინება.
ასეთი გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ 2011 წლის ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტი, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, ჯერ კიდევ ხელმოუწერელია.
მიზეზი, 2011 წლის ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის დამტკიცების გადადება გახდა. სირთულეები შეხვდა სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ დოკუმენტის მიღებასაც, ასევე, რამდენიმე მსგავსი ტიპის პროექტს.
აშშ-ის სენატმა, სამხედრო ბიუჯეტი 2011 წლის 6 მარტს დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც ახლა პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება, 672 მილიარდი დოლარის ფინანსურ ხარჯებს ითვალიწინებს, საიდანაც 158 მილიარდი საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებზე დაიხარჯება.
უკვე წარმოდგენილია 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტიც. დოკუმენტი 670 მილიარდის ფინანსურ ხარჯებზეა გათვლილი. აქედან, უცხოეთის ოპერაციებისათვის 117 მილიარდია გათვალისწინებული.