„არ ვცდილობ, ამ სფეროში ადგილის მოძებნას“ - ინტერვიუ მხატვარ გიორგი გრატიაშვილთან.
08:09:34     17-07-2015
გიორგი გრატიაშვილი 26 წლის მხატვარია. ამბობს, რომ ჰობს მატერიალური კეთილდღეობისათვის არ იყენებს. გამოფენასა და გადამალულ ნახატებზე იგი თავად გაგვესაუბრა.
- პროფესიული განათლება თუ გაქვთ, გიორგი?
- საქართველოს ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ვისწავლე ცოტა ხნით. შემდეგ საზღვარგარეთ წავედი. სასწავლებელი არ დამიმთავრებია.
- ხატვა თქვენთვის ჰობია თუ სხვა დანიშნულებაც აქვს?
- როცა დრო, საშუალება და ხელშეწყობა მქონდა, ვხატავდი. ნახატებს მატერიალური კეთილდღეობისათვის არ ვიყენებ. რამდენიმე უცხოელმა გამოთქვა სურვილი ნახატის შესყიდვის და უარი ვთქვი. არ ვცდილობ, ამ სფეროში ადგილის მოძებნას. ერთ დროს, ნახატებს ვმალავდი კიდეც. არ მინდოდა ვინმეს ენახა, მაგრამ როცა ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, შეუმჩნეველი ვეღარ იქნებოდა. 2010 წელს, ნახატები შემთხვევით ნახეს ჩემმა მეგობრებმა და მხატვრის სტატუსსაც ამ დღიდან ვატარებ.
- გამოფენა თუ გქონიათ ან თუ გეგმავთ?
- გამოფენა მქონდა ერთხელ, მივიწყებულ გარდაბანში. გეგმებს რაც შეეხება, ყველაფერს სახსრები სჭირდება. ჯერ არაა საკმარისი თანხა და სიმართლე გითხრათ, საქართველოში ამ სფეროს მიმართ ინტერესიც არაა. არადა, განათლება და კაცობრიობის განვითარება ხელოვნების დამსახურებაა.
- სახელოსნოში რა დროს ატარებთ?
- სახელოსნო არ მაქვს, ესეც სახსრებიდან გამომდინარე. ვმუშაობ ჩემს საძინებელ ოთახში. რა თქმა უნდა, პატარა სივრცეა, მაგრამ ვახერხებ მუშაობას. პატარა სივრცემ მოხერხებულობა მასწავლა. რაც შეეხება დროს, ორიდან შვიდ საათამდე მჭირდება სამუშაოდ.
- რა გაძლევთ მუშაობის სურვილს
- ამ კითხვაზე პასიუხის გაცემა მიჭირს. ძალიან ძნელია. არც კი ვიცი. ალბათ , დროა საჭირო, რომ ჯერ თავად გავცე ამ კითხვას პასუხი. გაურკვეველი გრძნობაა..