ოზურგეთში კიდევ ერთი მომსახურეობის ცენტრი გაქურდეს

  13:26:34     16-07-2015

გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მომსახურეობის ცენტრი, გაქურდეს. მომხდარ ფაქტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელები ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 170 ლარი.  

ვაკიჯვრის მომსახურეობის ცენტრში ხდებოდა მოსახლეობისათვის პენსიების დარიგება, ასევე მოსახლეობა ცენტრში იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცენტრები სისტემატიუტად იქურდება გურიის სოფლებში.

მარტო ოზურგეთში ეს არის მეათე შემთხვევა, როცა ასეთი ტიპის ცენტრი გაიქურდა.