ქათმის სუპი ბრინჯით

  10:38:48     22-03-2011

მასალა: ქათამი – 500 გრამი, 2 სუფრის კოვზი ბრინჯი, 3 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი, 1 ხახვი, 1 სტაფილო, ნიახურის ფესვი – ერთი ნაჭერი, 2 ნაჭერი ლიმონი, მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით. 

 

ქათამს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი, ავადუღოთ და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე, 30 წუთის განმავლობაში. ბულიონი გავწუროთ. შემდეგ კვლავ დავდგათ ცეცხლზე და დაჭრილი სტაფილო, ხახვი და ნიახური ჩავუშვათ ბულიონში, ვხარშოთ მზადყოფნამდე. ბულიონს ჩავუმატოთ ბრინჯი და მოვხარშოთ. ნიგოზი დავნაყოთ. ხორცს მოვაშოროთ ძვლები და დავჭრათ. თეფშზე მოვათავსოთ ნიგოზი, ხორცი, დავასხათ ბულიონი, დავუმატოთ პილპილი, დაჭრილი მწვანილი. შეგვიძლია, ზემოდან მოვათავსოთ ლიმონის ნაჭერი.