პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე, თვითმკვლელი პოეტი
20:13:42     15-07-2015
“ცისფერყანწელთა” უკანასკნელმა მოჰიკანმა, სერგო კლდიაშვილმა,რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები თვალისჩინდაკარგულმა გაატარა, თავისი კალმიდან გადმოღვრილი უკანასკნელი სტრიქონები, პაოლოს, ერთგული მეგობრის ტრაგიკულ გარდაცვალებას მიუძღვნა.
ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ ძალიან ძნელად გასარჩევ ხელნაწერში, ზოგი რამ სამწუხაროდ ვერ იკითხება…
"1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.
თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.
ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი… არ ცდილობს თავის დაცვას…
მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე.
პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და… ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევდაისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს რა თქვა სტალინზე. ისევდაისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…
მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.
პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძისა და ბელიაშვილის ხმა ისმის."
“აღიარე, – მოითხოვს დემეტრაძე.
– რა ვაღიარო? – ხმას უმატებს ბელიაშვილი, – არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”
დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.
უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის…
ვინ გაისროლა, რა მოხდა?!
ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”
ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით…
იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.
ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად. დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: – შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!
გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს.
ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ. ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ.
არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე, ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი. პაოლოს გვამი შინ წაეღოთ… თითქმის ყველანი მოსულიყვნენ.
სიჩუმე იყო…
ჩუმად…"