“ჩანაწერებით სავსე დავთარი ვარ, კი არ ვცხოვრობ - ვიკინძები” - ინტერვიუ ნათია როსტიაშვილთან
17:54:33     15-07-2015
ნათია როსტიაშვილი , 2013 წლის ლიტერატურული კონკურსის, "წეროს" გამარჯვებულია. შთამბეჭდავი და საინტერესო მოთხრობების ავტორი საკუთარ თავსა და წერის პროცესზე გაგვესაუბრა.
- ვინ არის ნათია როსტიაშვილი?
- მაგის გარკვევასაა, რომ ვცდილობ, მთელი ცხოვრება. ამ ეტაპზე(ც) ვზვერავ, ვაკვირდები, ვარკვევ, ინფორმაციას ვაგროვებ და დავთარში ვინიშნავ... არაა იოლი საქმიანობა. რომ გგონია, ბოლოში გახვედი, დასკვნის მიწერაღაა საჭირო - ზუსტად მაშინ აირევა ხოლმე ეს დაკვირვებებით სავსე დავთრები. უმადური საქმეა, ღმერთმანი, მაგრამ ვერ ვეშვები. ჩანაწერებში პირველ პუნქტად (გრაფა: „როგორია?“) მარტოკინა, დარდიან ბავშვადაა შეყვანილი, მერე - ფანტაზიორ-გამომგონებლად, „წიგნის ჭიის“ წოდებაც აქვს მინიჭებული, გულუბრყვილოს ბეჭედიც - დასმული. გრაფაში: „გზები“ აღმართებიც აქვს და დაღმართებიც. „საქმიანობაში“ კი უცვლელად წერია ერთი სიტყვა „წერს“. ილუსტრაციებად: შვილების ფოტოები და წიგნების ყდები. დაწერილი და დასაწერი მოთხრობის პერსონაჟების ლანდები...
მოკლედ, ეგრეა: ჩანაწერებით სავსე დავთარი ვარ, კი არ ვცხოვრობ - ვიკინძები.
- როდის, როგორ აღმოაჩინეთ, რომ წერა შეგეძლოთ?
- ეგ, ალბათ, სხვებს უფრო დაემართათ: ერთხელაც, აღმოაჩინეს, რომ თურმე, ეს გოგო (ნათია) - წერს. კლასელებმა და მასწავლებლებმა - მაშინ, როცა სასკოლო კონკურსზე „ნორჩი პოეტი,“ (ჩემდა გასაოცად) გავიმარჯვე. დედამ - უფრო ადრე, ღია ბარათზე „გილოცავ... გისურვებ...“-ის ნაცვლად საკუთარი მინიატურა რომ დავუწერე. ვიღაცამ „წეროს“ მერე გამიცნო „ახალნათიად“ - ამბების მთხზველად, ვიღაცამ უფრო ადრე (ლიტ.გამოცემებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან), ან - გვიან (წიგნის გამოცემის შემდეგ)...
მე თვითონ, სიახლედ, აღმოჩენად, არასდროს მიმიღია ჩემი წერის ამბავი. ჩვეულებრივი ამბავი იყო: ვცოცხლობდი, ვფიქრობდი, არ მომხარ ამბებს ვიგონებდი, ამ ამბებს ვწერდი...
- ვინ იყო თქვენი პირველი მკითხველი?
- ასე გამოვიდა, ადამიანი, რომელიც ჩემს ნოველებს პირველი ეცნობოდა, მკითხველი კი არა, მსმენელი იყო. ჩემს დეიდაშვილს, მაკას ვუყვებოდი ხოლმე ჩემს შეთხზულ ამბებს. მერიდებოდა მეთქვა, რომ მე მოვიგონე. არადა, სულ არმოყოლაც ძნელი იყო. დამქონდა ეს გამოგონილი ამბებით თავით, გროვდებოდა, ახლები ემატებოდა. სადმე, ვინმესთან ხომ უნდა გადმომელაგებინა, რომ განვთავისუფლებულიყავი?.. ჰოდა, ასეთი გამოსავალი მოვიფიქრე: ვუყვებოდი მაკას, ოღონდ ხან ფილმად ვასაღებდი ამ ჩემს გამოგონებულ ამბებს, ხან ნამდვილ ამბად, ხან სიზმრის სიუჟეტად... როდის როგორ. მე - აღარ, მაკას - დღემდე ახსოვს ის „ფილმები“ და „ნამდვილი ამბები“. რაც დიდი გოგოები გავხდით, როლები გავცვალეთ. ახლა ის მიყვება იმ ჩემს მოყოლილ ამბებს (მე აღარ მახსოვს) და როგორც მაშინ მაკას, ახლა მე მაქვს ერთი სული გავიგო, რა მოხდება „შემდეგ სერიაში“
- როგორ იწერება თქვენი მოთხრობები?
- ზოგი მოთხრობა ნაწილ-ნაწილ, აბზაც-აბზაც ჩნდება, იბადება. ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის, საბოლოოდ მოთხრობად დაბადების (მო)თხოვნით კარგა ხანს არ გაწუხებს... ისეც ხდება, სტუმრად მიხვალ, უცნობებს აკვირდები, მათ დიალოგს ისმენ და ხვდები - ნამდვილები კი არა, მოთხრობის პერსონაჟებია. დაბრუნდები საღამოს სახლში, ქაღალდზე გადმოტან ნანახ-გაგონილს, შეასწორებ, ცოტას დაამატებ, მოაკლებ... და უკვე თითქმის მოთხრობაა. „თითქმის“ იმიტომ, რომ საბოლოოდ მოთხრობა რომ უწოდო, ტექსტზე მუშაობაა საჭირო. ერთზე - ხანგრძლივი, მეორეზე - არც ისე. მოთხრობებსაც, როგორც ადამიანს, თავის ხასიათი აქვთ. ზოგი დამყოლია, ადვილად იწერება, ზოგიც - ჯიუტია, შენ აქეთ გინდა წაიყვანო და ის იქით იქაჩება. ასეთებიც და ისეთებიც - ჩემები არიან, მიყვარან...
- როგორ შეიქმნა წიგნი „ჭაღის ანგელოზი“?
- პირველად რომ გავბედე ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა, ჩემი მოთხრობა „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“ ფინალურ ექვსეულში მოხვდა. კონკურსის დასრულების შემდეგ, ლიტ.საიტზე ამ მოთხრობების განხილვა დაიწყო, რომელსაც ჟიურის წევრი, ბატონი მიშა რატიანი უძღვებოდა. ჩემი ჯერი რომ დადგა, ბატონმა მიშამ მკითხა, მქონდა თუ საკმარისი მასალა, რომ ჩემი მოთხრობები წიგნად შეკრულიყო. ვუთხარი, საწიგნე მასალა მაქვს, წიგნის გამოცემის ამბიცია - არა-მეთქი, მაგრამ როგორც კი მიშა რატიანმა ჩემი წიგნის რედაქტორობის სურვილი გამოთქვა, გონებაშივე დავიწყე მოთხრობების გადახარისხება.
მოთხრობებისთვის თავმოყრას დიდი დრო არ დასჭირდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მასალა მქონდა, წიგნის სახელწოდებად კი ვერაფერი შევარჩიე. ბავშვი გყავდეს - სახელს ვერ არ არქმევდე... ამასობაში ახალი მოთხრობაც დაიწერა „ჭაღის ანგელოზი“ და მივხვდი, ამას ველოდებოდი. ეს იყო სახელი, რომელსაც „ჩემს ბავშვს“ დავარქმევდი.
ერთ დღესაც გამომცემლობა „პალიტრა L”-იდან დამიკავშირდნენ და ჩემი მოთხრობების კრებულის გამოცემა შემომთავაზეს. დავთანხმდი. ჩავკიდე ხელი „ჭაღის ანგელოზს“ და მივიყვანე გამომცემლებთან. გავაცანი, მოიწონეს. რამდენიმე თვეში იმათ (გამომცემლებმა) ჩაკიდეს ხელი და ხალხში გაიყვანეს, ხალხს გააცნეს, ყველასი გახადეს. გამოვტყდები, თავიდან ცოტას ვეჭვიანობდი ამ ამბავზე, უცნაური გრძნობა იყო. ახლა ეგოისტობა გადავლახე, „ოღონდ თვითონ იყოს კარგად“ - ამ ტიპის „მშობელი“ გავხდი. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი წიგნი სულ მაგიდაზე უდევთ, რომ მოსწონთ და უყვართ. ეგებ უბრალოდ გულს მიკეთებენ, მაგრამ მე მაინც მიხარია.
- „წეროს“ შესახებ გვიამბეთ.
- „წეროს“ გამარჯვებული ის მოთხრობა გახდა, ჩემი მომავალი წიგნის სახელი რომ ერქვა. მწერალთა სახლში ტარდებოდა დაჯილდოვება. სანამ გამარჯვებულ სამეულს გამოაცხადებდნენ, კულტურის სამინისტროს რჩეულები უნდა დაეჯილდოვებინათ. გამიხარდა, როცა ამ სამი რჩეული მოთხრობიდან ერთ-ერთი ჩემი მოთხრობა აღმოჩნდა. მერე „წეროს“ სამეულიც გამოცხადდა და აღმოჩნდა, რომ პირველი პრემია და ვერცხლის წერო ჩემს „ჭაღის ანგელოზს“ გადაეცემა. გამიხარდა რომელია! წამოვიყვანე სახლში წერო, შვილებს გავაცანი. კარგად შევეწყეთ ახალ წევრს, კარგი ვინმეა, უპრეტენზიო, ზის თავისთვის, ზოგჯერ რამეს ჩაილაპარაკებს პრიალა ნისკარტით. იცის, რომ „დუმილი ოქროა“, ჰოდა ვერცხლისას სულ ჩუმად ყოფნა რომ არ შეშვენის, მაგასაც ხვდება.
- თუ გეგმავთ კიდევ ერთი წიგნის გამოცემას.
- მე „არწერა“ არ შემიძლია. დიდი იმედი მაქვს, არც მომავალში შემეძლება. დაწერილ, დაბადებულ მოთხრობებს კიდევ, დაბინავება სჭირდებათ, რომ არ გაიფანტონ.
სახლი უნდათ, ჭერი უნდათ, ყდასა და ყდას შორის ბუდის გაკეთება...