ბოსტნეულის სალათა
10:38:17     22-03-2011
მასალა: ტკბილი წიწაკა – 1 ცალი, ხახვი – 2 თავი, პომიდორი – 2 ცალი, მჟავე კიტრი – 150 გრამი, მოხარშული ბრინჯი – 100 გრამი, გახეხილი, მაგარი ყველი – 50 გრამი, 3 პროცენტიანი ძმარი – 1 სუფრის კოვზი, პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
დაჭრათ წიწაკა და ხახვი, ასევე პომიდორი და კიტრი კუბიკებად.
მომზადებულ ბოსტნეულს დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ძმარი, მარილი, პილპილი და ავურიოთ.
სუფრაზე მიტანის წინ, სალათა გავაფორმოთ მწვანილით.