ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – ლიკა კიკიანს დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული

  08:26:00     13-07-2015

ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებები მაია ნიკლეიშვილმა შეისწავლა, დასკვნა კი კიკიანმა დღეს მიიღო.
როგორც კიკიანი ამბობს, დადასტურდა, რომ მის სხეულში ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობა იყო, ასევე მისივე თქმით დადასტურებულია ისიც, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

კიკიანი უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომ ფსიქიატრსაც მიმართოს და მისი დასკვნაც მოიპოვოს. როგორც კიკიანი აცხადებს, მან მომხდარის გამო სტრესი მიიღო.

“აქ წერია, რომ მაქვს მრავლობითი დაზიანება. წერია რომ, ჩემი თრობა იყო ძალიან დაბალი, რომ ეს თრობას არ შეესაბამება. რაც მე მაქვს აღწერილი ეს არის დაფიქსირებული. ამას დაემატება სახელმწიფო ექსპერტის დასკვნა. ამ ყველაფერს შევიტან პროკურატურაში. შეიძლება ეს ცოტა ადრე შევიტანო, რომ ეს იქ იდოს საქმეში. ამას დაემატება ექიმის დასკვნა. ასევე ფსიქიატრის დასკვნასაც შევიტან. ქალბატონმა მაიამ მირჩია ფსიქიატრთან გავიარო კონსულტაცია. ამ ამბების შემდეგ მიღებული მაქვს ძალიან დიდი სტრესი,”- ამბობს ლიკა კიკიანი.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ კიკიანს სხეულზე მკვრივი ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული ის პერიოდში, რომელსაც მიუთითებს ლიკა კიკიანი.

“დაფიქსირებულია დაზიანებები. არის აღწერილობა და არსებობს სურათები. შეფასებულია ხანდაზმულობის ვადა, შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს იმ პერიოდში, რომელსაც მიუთითებს ლიკა კიკიანი. ამასთანავე აღწერილია დაზიანებების რაოდენობა. სიმძიმის ხარისხია შეფასებულია. მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. გამოყოფილია გაკრვეული ჯგუფი, რომელიც შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში წარმოქმნილიყვნენ. სიმძიმის ხარისხი მსუბუქია მაგრამ რაოდენობა არის შთამბეჭდავი,”- აცხადებს მაია ნიკოლაიშვილი.

წყარო