ხევსურული საღამო მუშტაიდის პარკში - "მთის საჩუქარი ბარს"
20:37:39     11-07-2015
დღეს, მუშტაიდის პარკში, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა. ღონისძიებაში, ტრადიციულად, საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები მონაწილეობდნენ, ხოლო საღამოს დევიზი იყო: "თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!".
საღამო უკვე რამდენიმე წელია იმართება, თუმცა, წელს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, მისი ჩატარების ადგილის გადატანა "მზიურიდან" მუშტაიდის ბაღში მოხდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პოპულარულმა მომღერლებმა, ჯგუფებმა პოეტებმა, ისე, დებიუტანტებმა. წლევანდელ საღამოში მონაწილეობდნენ: დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები, გიორგი ჩიტაური, მაია მამსირაშვილი, დათო კენჭიაშვილი, ჯგუფი "პირიმზე", პოეტები: ტარიელ ხარხელაური, გიო არაბული, თემო არაბული და სხვები.
საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
"ამ საღამოებს ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. საღამოზე შეგროვილი შემოწირულობა და თანხა გადაეცემა ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გთავაზობთ "პრესა.ჯის" გადაღებულ ფოტოკოლაჟს: