"მე შემეძლო დამენახა ის, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი იყო" - ინტერვიუ ირაკლი მიზრახიბერიასთან
17:59:20     10-07-2015
ირაკლი მიზრახიბერია დროის სხვადასხვა პერიოდში ითავსებს ფერმწერის, მოქანდაკისა და მსახიობის ფუნქციებს. ამბობს, რომ ყველაფერი აინტერესებს, ამიტომ ხან ქანდაკებებს აგებს, ხანაც ფუნჯებითა და საღებავებით მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი არსი ექსპერიმენტებია. ირაკლის სახელოსნო მრავალ საინტერესო ნამუშევარს ინახავს, რომელთაც დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს.
- პროფესიული განათლება თუ გაქვთ?
- 2004 წელს დავამთავრე ა. შერვაშიძის სახელობის ქ. სოხუმის სამხატვრო კოლეჯი , ფერწერის განხრით.
2007 წელს დავასრულე სამხატვრო აკადემია. ბუნებით მოუსვენარი ვარ , ახალი პროფესიაც "დავიმატე" და გავხდი მხატვარ-ანიმატორი.
2010 წლიდან ვმუშაობ კინოცენტრ "აფხაზეთში". მოგვიანებით, მსახიობის პროფესიაც შევითვისე და ვმუშაობ ჩრდილების თეატრში.
- როგორ დაიწყეთ ექსპერიმენტებზე მუშაობა?
- 5 წლის რომ ვიყავი, ჩემში განსხვავებული ხედვა აღმოაჩინეს. მე შემეძლო დამენახა ის, რაც სხვისთვის უმნიშვნელო იყო. ხატვა 14 წლის ასაკში დავიწყე, ჩემი პირველი ექსპერიმენტიც მაშინ დაიბადა - ეს იყო თემატური ფერწერა ტილოზე, თითებითა და ზეთის საღებავებით შესრულებული. დიდი არაფერი გამოსულა, მხოლოდ თითები მტკიოდა კარგა ხანს.
შემდეგ, ხეზე კვეთა ვცადე. ვიგონებდი სხვადასხვა საჭრელებს. მერე გადავედი თაბაშირზე. თაბაშირი მძიმე იყო და მსხვრევადი, თანაც ყველაფერს სვრიდა, ამიტომ ძიებამ სამშენებლო ქაფთან მიმიყვანა. პირველი ექსპერიმენტი 16 წლის ასაკში დავდგი. ეს ნამუშევარი გამოიფინა ცისფერ გალერეაში, სახელწოდებით "შერიგება". ნამუშევარი აფხაზეთის თემაზეა და ორი ფერის, წითლისა და მწვანის, შერიგება ხდება იისფერის დახმარებით.
ამასობაში, ვხვეწდი ფერწერას, გრაფიკასაც... ექსპერიმენტს ექსპერიმენტი ემატებოდა და 17 წლის ასაკდი უკვე კედლიდან მრგვალი ქანდაკებების გამოყვანა დავიწყე. ნამუშევრის სახელია "კუპიდონი" , რომელიც ატომური დაბინძურების თემაზე ავაგე.
18 წლის ასაკში ჯარში წავედი და გარკვეული პერიოდის მერე დავუბრუნდი დამტვერილ სახელოსნოს.
19 წლის ასაკში დავიწყე დაუსრულებელი ნამუშევრის ესკიზებზე მუშაობა. დღემდე ის ნამუშევარი დაუსრულებელია და სამჯერ არის გადაწერილი. საერთოდ , მახასიათებს აუჩქარებელად მუშაობა. მიყვარს ფიქრი. მნიშვნელოვანია ყველა დეტალს აზრობრივი დატვირთვა ჰქონდეს. ასე "დაიბადა" ბარელიეფი სერიიდან "წარსულის აჩრდილები".
22 წლის ასაკში, ტილო შევცვალე მუყაოთი, რამაც ახალი ჰორიზონტი გამიხსნა. 2007 წელს "დაიბადა" ნამუშევარი "the end" , თემა არის დასასრული, როგორც ახლის დასაწყისი.
2008 წელს, "მედუზა" ავაგე ოკეანეების დაბინძურების თემატიკაზე.
2006 წელს, აკადემიის სადიპლომო ნაშრომზე დავიწყე მუშაობა. გაჩნდა ვიტრაჟის ახალი ვარიაცია. ვიმუშავე 8 თვე. საბოლოოდ გამოვიდა "შავი პალიტრა", თემა გლობალურია და მოიცავს აფხაზეთის ომსაც.
2009 წელს, ზეთზე უარი ვთქვი და გადავედი აკრილის საღებავებზე. მიზეზი არ ვიცი, ყოველთვის ინტუიციას მივყვები, ამგვარად ვეძებ მომდევნო საფეხურებს. ამჟამად აკრილიც შევცვალე და ფუნჯებიც - აეროგრაფით ვმუშაობ.
- როგორც ვხედავ, სახელოსნოში დიდ დროს ატარებთ...
- დიახ. სახელოსნო არის ერთდროულად ჩემი მისაღები, საძინებელი და სამუშაო ადგილი. მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ყოფილი ცეკავშირის საერთო საცხოვრებელში მდებარეობს, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ შეგვასახლეს.
- გამოფენაზე გვესაუბრეთ!
- ბოლო ორი წელია, ვმუშაობ ქანდაკებებზე, რომლებიდანაც ორი გამოიფინა 29 ივლისს, ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე, არტ ავენიუს საგამოფენო სივრცეში. ესენია :
1) "მდგომარეობა" - სკამზე მჯდომი ფიგურა. თავი აქვს აფეთქებული, საიდანაც ლავა გადმოსდის. თემაა ხელოვანი, რომელიც თავის ტალანტს ვერ იყენებს.
2) "წიაღისეული" - თემაა ძალაუფლება და უკვდავება. ორსახოვანი ნაქსოვი ქანდაკებაა.
ახლა ვმუშაობ რამდენიმე ქანდაკებაზე და ვემზადები გამოფენისთვის, რომლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.