17 წლის ქართველი გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალება კანადაში, დახურული საქმე და მამა ექსტადირების მოლოდინში
17:52:27     10-07-2015
„პრესა.ჯი“ გაგახსენებთ ტორონტოში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები მახნიაშვილების ტრაგედიას, რომელიც 2009 წლის 14 სექტემბერს დაიწყო, როცა 17 წლის მარიამი გაუჩინარდა. გოგონა უმცროს ძმასთან ერთად "ფორესთ ჰილის" სკოლაში მივიდა. საქმე დახურულია და დავიწყებული. ჩვენ შევეცდებით აღვიდგინოთ ქართველი გოგონას იდუმალი გარდაცვალების ამბავი.
მარიამმა ძმას უთხრა, რომ სკოლაში სხვა შესასვლელიდან შევიდოდა,თუმცა ამის შემდეგ ის არავის უნახავს.
მახნიაშვილების ოჯახი კანადაში საცხოვრებლად 2008 წლის ზაფხულში გადავიდა. ბავშვების მშობლები ლელა და ვახტანგ მახნიაშვილები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ და ტორონტოში გადასვლის შემდეგ, საქართველოდან კანადაში ბავშვებიც ჩაიყვანეს, თინეიჯერების მშობლებთან ჩასვლის სამი თვის თავზე კი გოგონა დაიკარგა.
მოგვიანებით, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17 წლის მარიამი, გაუჩინარების დღეს, ტორონტოში, "მაკდონალდსში," დაახლოებით, 50 წლის მამაკაცთან ერთად ნახეს. კანადური მედიის ინფორმაციით, "მაკდონალდსში" სადილობის დროს, მახნიაშვილი მამაკაცს რუსულ და გერმანულ ენებზე ესაუბრებოდა.
გოგონას გაუჩინარებიდან 2 წელიწად-ნახევარის შემდეგ კანადის ქალაქ ტორონტოში, იანგის ხევში ადამიანის ცხედრის ნაწილები იპოვეს, რომელიც მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნოდა.
პოლიციის ინფორმაციით, მარიამ მახნიაშვილი ხევში 16 მეტრიდან გადავარდა, დაცემის დროს სავარაუდოდ იგი ცოცხალი იყო. სამართალდამცავები არ განიხილავდნენ მკვლელობას ან საეჭვო გარდაცვალებას, თუმცა მაშინ კანადის ყველა ტელეარხი საუბრობდა, რომ იანგის ხევში სასტიკად ნაწამები ქალის ცხედარი იპოვეს.
მახნიაშვილების ტრაგედია ამით არ ამოწურულა, ჯერ კიდევ მაშინ როცა პოლიცია მარიამს ეძებდა სამართალდამცავებმა დააკავეს მარიამის მამა, მას ბრალად ახალგაზრდის დაჭრა ედებოდა. მოგვიანებით კი, იგი მეზობელს დაესხა თავს და მისი დაჭრაც სცადა, რისთვისაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარიამ მახნიაშილის დედა ამ ინციდენტებს მისი შვილის გაუჩინარებას უკავშირებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ცოლ-ქმარ ვანგერების განზრახ მკვლელობა სცადა, მან დანაშაული შინაპატიმრობის დროს ჩაიდინა - შინაპატიმრობა მანამდე მეზობლის დაჭრისთვის ჰქონდა მისჯილი.
რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, დაკარგული გოგონას გვამის პოვნიდან 3 წლის შემდეგ, გამოძიებას ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე - ვინ და რატომ მიიყვანა მარიამ მახნიაშვილი გზატკეცილის ხიდთან, გადახტა თუ გადააგდეს, თავი მოიკლა თუ მოკლეს? მიუხედავად ბევრი კითხვისა, საქმე წელიწადზე მეტია რაც დაიხურა.
ამ დრომდე ციხეში რჩება დაღუპულის მამა - ვახტანგ მახნიაშვილი, რომელმაც დანაშაული (სამი პირი დაჭრა) იმ მოტივით ჩაიდინა, რომ ყველა მათგანს ქალიშვილის დაკარგვაში ადანაშაულებდა.
სასამართლომ ბრალდებულს 2011 წელს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეც უარი ეთქვა.
ოჯახი დახმარებას პატიმრის საქართველოში გადმოყვანაზე საქართველოს მთავრობას 3 წელია უშეეგოდ სთხოვს.
ლელა ტაბიძე: ვითხოვთ დეპორტაციას, სხვა არაფერს. ვახტანგის გასამართლების პერიოდში ძალიან დიდი დარღვევები იყო ჩადენილი. ვახტანგი თვლის რომ დეპორტაცია, რომლის ბრძანება სამ წელზე მეტია რაც გამოიცა ამიტომ ჭიანურდება. ჩემი მეუღლე მზად არის დაუბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას. მე და ჩემი ვაჟი მასთან პერიოდულად ვრჩებით და აცხადებს, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
17 წლის მარიამის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმით დაინტერესდა კანადური არხის CBC-ის ჟურნალისტი ტიანა გრუნდიგი. რომელიც ნებისმიერ ინფორმაციას ეძებდა თეოფილე მალაქიას, ან ჯონი ბაკურაძის, იმავე რეზო ბაქრაძის თუ გოჩა ჩაჩანიძის შესახებ.
ეს ის ჟურნალისტია, ვინც დაუკავშირა მახნიაშვილის გაუჩინარება ქართველი პროფესორ რეზო ბაქრაძეს.
ცნობისთვის, ბაქრაძემ რამდენიმე წლის წინ 35 ქართველი სტუდენტი საქართველოდან გაიყვანა. იქ მათთან ერთად დასახლდა. უნივერსიტეტის პროფესორმა სექტა ჩამოაყალიბა, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქართველოდან წაყვანილ სტუდენტებთან ერთად დიდ ბანაკად ცხოვრობს. ქართველი სტუდენტი გოგონების უმრავლესობა მის ცოლებად იქცნენ, მისგან შვილებიც გააჩინეს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებაშიც შესაძლოა იგივე პიროვნება ფიგურირებდეს და ის 50 წლამდე კაცი შესაძლოა სწორედ პროფესორი ყოფილიყო, რომელსაც მარიამი რუსულ და გერმანულ ენაზე ესაუბრებოდა.