დღეს, პროკურატურაში ლიკა კიკიანს დაკითხავენ
09:57:06     10-07-2015
პროკურატურა, კუს ტბის ინციდენტთან დაკავშირებით, კლუბ “ვიტამინი”-ს მენეჯერს ლიკა კიკიანს დღეს დაკითხავს. როგორც ცნობილია, კიკიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ კუს ტბაზე
მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა ლიკა კიკიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.