პროკურატურამ კუს ტბის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
16:33:17     09-07-2015
პროკურატურამ ლიკა კიკიანის მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.