ვახტანგ გომელაური: მზად ვართ, ლიკა კიკიანის საქმე პროკურატურას გადავცეთ

  13:47:50     09-07-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შს სამინისტრო მზად არის ლიკა კიკიანის საქმე პროკურატურას გადასცეს.

„გენინსპექციამ მოკვლევა დაამთავრა. მე ვთხოვე, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გაეკეთებინათ. ეს მოკვლევა დაიდო. გენერალურმა ინსპექციამ ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ კამერების ჩანაწერები ამოეღო. შესაძლოა იმ ადგილას არ იყო მომხდარი ინციდენტი ან ეს კამერები ვერ ხედავდა. დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ მზად ვართ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადავცეთ“, - აღნიშნა მინისტრმა.