ლიკა კიკიანი: მოძალადე პოლიციელების დასჯას მაინც მოვახერხებ, სიმართლე ჩემს მხარესაა
11:57:52     09-07-2015
კლუბ ”ვიტამინის” მენეჯერის, ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა უკვე მესამე დღეა განხილვის მთავარ თემად იქცა.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, ლიკა კიკიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პოლიციელმა სცემა.
კიკიანის მტკიცებით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა ფიზიკური ძალადობა - მას დაუმტვრიეს ტელეფონი. მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელებმა სცემეს ის პირებიც, ვინც მისი დახმარება სცადა.
კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის თქმით, მოძალადე პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ.
გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ კიკიანის მონათხრობი არ დასტურდება. შს სამინისტროში ამბობენ, რომ კიკიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული. ამასთან, უწყებაში ამტკიცებენ, რომ პოლიციელებს მისი ტელეფონი არ დაუზიანებიათ. ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ლიკა კიკიანმა განუცხადა, მან დამოუკიდებლად მიმართა ექიმს. ფაქტს, რომ კიკიანს საავადმყოფოში მისვლისას დაზიანებები აღენიშნებოდა, ექიმი მიხეილ ბერიაშვილიც ადასტურებს.
"მწვავე დაზიანება, რაიმე ჩასარევი პათოლოგია არ ფიქსირდებოდა, თუმცა დათვალიერებით მას აღენიშნებოდა ხელებზე და ფეხებზე მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები," - განაცხადა ექიმმა მიხეილ ბერიაშვილმა.
კიკიანის ინტერესებს საია იცავს.
„პრესა.ჯი“ ლიკა კიკაიანს ესაუბრა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის მიხედვით, პოლიციელების მხრიდან თქვენზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება...
- შს სამინისტროს განცხადება არის სრული აბსურდი. გავრცელებულ ვიდეოში, ნათლად ჩანს ჩემს გვერდზე ბიჭი, რომელსაც მაისური აქვს გახდილი, პოლიციელი კი მორბის... როცა ნაცემს მიგიყვანენ პოლიციის შენობაში, ბუნტს ხომ არ მოაწყობ? სად არის ის კადრები, სადაც მე მანქანაში მტენიან, სად არის ჩხუბის სცენა, რომელიც კუს ტბაზე, ფასიან ავტოსადგომზე მოხდა? გავრცელებულ კადრებში, ჩემი სიმშვიდე იმით აიხსნება, რომ მე მაგ დროს უკვე გააზრებული მაქვს, რომ დაჭერილი ვარ ...
- ლოგიკურად, თქვენი დაკავების კადრები კუს ტბაზე დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებს უნდა გადაეღოთ, თუ მოითხოვეთ კადრების ამოღება?
-გუშინ მთელი 6 საათის განმავლობაში ვითხოვდი ამ კადრებს. სხვადასხვა მიზეზები მოიგონეს და ექვსი საათის შემდეგ ვიგებ, რომ შს სამინისტრომ წაიღო. შსს-მ დამამცირა, მაგრამ ვპირდები, საბოლოოდ დამცირებული თვითონ აღმოჩნდება ბოლოს.
- რის გაკეთებას გეგმავთ?
- მივართავ ყველას, ვისი მოვალეობაცაა დაიცვას ადამიანის უფლებები, პროკურატურაში შემაქვს განცხადება, მივმართავ ყველა ორგანიზაციას, მოძალადე პოლიციელები დაუსჯელად არ უნდა დადიოდნენ. არ გავჩერდები, ამის პირობას ვიძლევი, მერე რა, რომ ასაკით არ ვარ ძალიან დიდი, მერე რა, რომ ათას შეურაცხყოფას ვიტან, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. გული გამისკდება, ძალიან დამცირებული ვარ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოძალადე პოლიციელების დასჯას კანონის მიხედვით მაინც მოვახერხებ, სიმართლე ჩემს მხარესაა.
- რისი თქმა შეგიძლია, მოწმე გრიგოლ ბ-ზე რომელიც შსს-ს განცხადების მიხედვით, უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ან კიკიანის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი...
- გრიგოლ ბ. ის პირია, რომელიც მე გამომექომაგა, როდესაც პოლიციელები ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ისიც სცემეს. ის სიმართლეს მალავს. ამ ყველაფრის დამტკიცება მარტივად შეიძლებოდა ფასიან სადგომთან დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებით. თუმცა შსს-მ ეს კადრები გააქრო. ამ ავტოსადგომს იღებს 6-მდე კამერა. კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც მე მცემეს, მიშვერილია 2 კამერა.