"სურსათის ეროვნული სააგენტოს" ექიმი-ვეტერინარი პასუხისგებაში მისცეს
10:32:32     09-07-2015
ქრთამის აღების ფაქტზე "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, თამარ მჭელიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა.