ბრესტში ქართული წარმოშობის კრიმინალი დააკავეს
11:39:49     07-07-2015
ბრესტში ბელორუსიის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს 51 წლის წარმოშობით ქართველი “კანონიერი ქურდი” შოთა იმნაიშვილი, მეტსახელად „პაწა“ დააკავეს. მას შემდეგ, რაც ბელორუსიის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მასთან „პროფილაქტიკური“ საუბარი გამართეს, მათ დაადგინეს, რომ „პაწა“ საზღვარგარეთ სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად მიდიოდა და ის გაათავისუფლეს.
რამდენიმე თვის წინ ექიმებმა დაადგინეს, რომ იმნაიშვილი განუკურნელი სენით არის დაავადებული. ამის გამო 25 მაისს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ის პატიმრობიდან გაათავისუფლა და 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
ამავე გამოცემის ცნობით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ „პაწამ“, პირველ რიგში, თურქეთში თავისი „კოლეგები“ მოინახულა, საიდანაც მოგვიანებით გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა.