La Stampa: საბერძნეთში ქართველი კრიმინალები ნარკოტიკებით ვაჭრობენ
18:00:32     06-07-2015
იტალიური გაზეთი La Stampa წერს საბერძნეთში ქართველი კრიმინალების შესახებ წერს. გამოცემა წერს, რომ საქართველოდან ჩასული კრიმინალური ავტორიტეტები ნარკოტიკებით ვაჭრობით არიან დაკავებულები.
“კრიმინალური დაჯგუფებები საბერძნეთს იყენებენ, რათა სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში ჩაიდინონ დანაშაული”, – აღნიშნულია სტატიაში.
იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სააქართველოდან ბევრი დამნაშავე საბერძნეთში გაიქცა, სადაც ადვილია პასპორტის ყიდვა, ხელისუფლების მოქრთამვა და სადაც ადგილობრივი მაფია არ არსებობს. მთლიანობაში საბერძნეთში დღეს 100-ზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდი იმყოფება. ჟურნალისტი ფედერიკო ვარეზე წერს, რომ თითოეული კანონიერი ქურდის დაქვემდებარებაში 10-დან 20 ადამიანამდე შედის.
“საბერძნეთი არის „ბალკანური ღერძის“ ნაწილი, რომლის გავლითაც ევროპაში აზიური ჰეროინი ჩადის. ქართველი კრიმინალები უკვე ცდილობენ, კოკაინის ბაზარზე გასვლას და ამისთვის სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირებს ამყარებენ", – წერს La Stampa.