ნაყინის ნამცხვარი
09:59:25     06-07-2015
გახადეთ ნაყინი ბევრად უფრო გემრიელი და ასიამოვნეთ ახლობლებს!
ინგრედიენტები:
შოკოლადის "პეჩენიები"
250 გრ
ვანილის ნაყინი
500 გრ
შესქელებული რძე
1 ქილა
ან მინანქარი
1 პორცია
კარაქი
50 გრ
დაფხვნილ შოკოლადის "პეჩენიებს" შეურიეთ დამდნარი კარაქი. მოაფინეთ ლამაზი, ღრმა ჭურჭლის ძირზე და კარგად დატკეპნეთ. ზემოდან დაადეთ ნაყინის სქელი ფენა, ამ ფენას შეგიძლიათ მოასხათ მოხარშული შესქელებული რძე ან ცივი მინანქარი. ბოლოს კვლავ ნაყინის ფენას აკეთებთ და მორთავთ " პეჩენიების" ნაფხვენებით და მოაწუწავთ მინანქარს.
მინანქარი: 1,5 ჭიქა შაქარს შეურიეთ 3 სკ კაკაო, 100 გრ კარაქი, 1 სკ პურისფქვილი, 5 სკ რძე, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და აადუღეთ, ისე რომ მორევა არ შეწყვიტოთ.
შედგით საყინულეში 2 საათი.
გემრიელად მიირთვით!