“უჩინმაჩინები” ჰაერსა და ზღვაში
10:59:29     21-03-2011
ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, ყველაზე ძვირფასი, საშიში და უჩინარი – ყველა ასეთი შეიარაღება შექმნილია “Stealth” - ის ტექნოლოგიით. ამ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება თანამედროვე შეიარაღების შემდეგი სახეები:
F-117 Nighthawk – ტაქტიკური, დაბალი შემჩნევადობის მოიერიშე. მოგვიანებით, ის უფრო თანამედროვე ვარიანტებმა შეცვალა.
B-2 Spirit – მძიმე, მრავალდარგოვანი, სტრატეგიული ბომბდამშენი. შეიარაღებაში 1997 წლის აპრილში შემოვიდა. მისი ღირებულება 740 მილიონი დოლარია.
А-22 Raptor – მრავალდარგოვანი ავიაგამანადგურებელი.
F-35 Lightning II – მრავალდარგოვანი ავიაგამანადგურებელი. იმყოფება საცდელ სტადიაში, აგებულია 13 ეგზემპლარი. არის F-22 Raptor – ის უფრო იაფი შეცვლელი.
ПАК ФА – ფრონტალური ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი. მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლის რუსული ვარიანტი. იმყოფება სამუშაო სტადიაში. შეიარაღებაში მიღება იგეგმება 2012-15 წლებში, ფასის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა.
Boeing X-45 – უპილოტო მრავალდარგოვანი სამხედრო თვითმფრინავი. გამოცდა 2002 წლიდან მიმდინარეობს.
Sea Shadow (IX-529) – თავის კლასში პირველი ხომალდი, აგებულია 1985 წელს აშშ-ში, თუმცა, ისე ჩამოიწერა 2006 წელს, რომ შეიარაღებაში მიღებული არ ყოფილა.
M80 Stiletto – გამოუშვებულ იქნა 2006 წელს, აშშ-ში. გამოიყენება კონტრაბანდისტების და ნარკოტიკების გადამზიდველების წინააღმდეგ ბრძოლებში, სანაპირო ზონებში.
Visby – “უჩინმაჩინი” ხომალდის შვედური ვარიანტი, შეიარაღებაში შემოვიდა 2002 წელს, ამ კლასის 5 ხომალდი აიგო, ღირებულებაა 184 დოლარი.
ესკადრის ნაღმოსანი Zumwalt -ის ტიპის. ამერიკული “უჩინმაჩინი” ხომალდი, მისი აგება დაიწყო 2008 წელს, წყალში ჩაშვება იგეგმება 2012 წლისთვის. ხომალდის ღირებულებაა 3 მილიარდი დოლარი.