"ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს ჰგვანან" - ინტერვიუ ხელოვან თამთა მათითაიშვილთან
18:57:01     03-07-2015
ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი 28 წლის ხელოვნებათმცოდნე თამთა მათითაიშვილია. იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და პროფესიით "ხელოვნების ნიმუშთა ექსპერტიზის" სპეციალისტია. თამთა საკმაოდ საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული - ის ხელნაკეთ ბალიშებს ამზადებს.
- თამთა, რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ბალიშების შექმნა?
- ერთხელ, მეგობარმა მთხოვა, რომ საჩუქრად შემეკერა პეპის ბალიში. იგი ისეთი ლამაზი გამოვიდა, გადავწყვიტე სხვა ფორმის ბალიშებიც გამეკეთებინა და საქმიანობად მექცია.
- თქვენი შთაგონების წყარო ზღაპრის პერსონაჟებია?
- არა. ჩემი ბალიშები სიზმრის პერსონაჟებს გვანან. იმ პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან გვინდა, რომ გვესიზმრებოდნენ. ამასთან ერთად, ბალიშებს ყველანაირ ფორმას ვაძლევ - რაგბის ბურთით დაწყებული, წიგნებით დამთვრებული.
- ვისზეა გათვლილი თქვენი ნამუშევრები, ბავშვებზე თუ მოზრდილებზეც?
- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სკოლაში ვმუშაობდი. ძალიან მიყვარს ბავშვები და სულ მინდოდა ისეთი რაღაც გამეკეთებინა , რაც მათ სიხარულს მოუტანდა, ამიტომ ჩემი ნამუშევრები ბავშვებზეა გათვლილი და მგონი გამომდის მათი გახალისება.
- რა დროს უთმობთ ხელსაქმეს?
- გააჩნია შეკვეთას. ხანდახან დღეში ოთხი ბალიშიც შემიკერავს. მთავარია კარგი განწყობა მქონდეს.
- როგორია ხალხის დაინტერესების ხარისხი?
- ამ წლის თებერვალში დავიწყე საქმიანობა და ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეკვეთებსაც ვიღებ.
- გასაყიდად თუ გაგაქვთ თქვენი ნამუშევრები ღონისძიებებზე?
- ცოტა ხნის წინ, მივიღე მონაწილეობა მზის ფესტივალზე, რომელიც მზიურში ტარდება ყოველ წელს.
11ივლისს მაქვს გამოფენა-გაყიდვა იაპონურ ფერტივალ "ნაცუ მაცურიში".