აგრესიულმა პაციენტმა საწრაფოს მანქანა დააზიანა, ექიმებს კი შეურაცხყოფა მიაყენა
11:47:11     03-07-2015
დღეს დილით თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს, გამოძახებაზე მისულ ექიმებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რადგან პოსტოპერაციული სინდრომი ჰქონდა.
"პაციენტი არ დაელოდა ბრიგადის მიერ კლინიკასთან შეთანხმების პროცედურას და ექიმებზე განახორციელა სიტყვიერი, ფიზიკური და ცივი იარაღით მუქარა.
ექიმთა ბრიგადამ მანქანაში ჩასხდომა მოასწრო, თუმცა აგრესიულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასწრაფოს მანქანას დანით საბურავები დაუსერა. პაციენტი ექიმებს სწორედ იმ საავადმყოფოში გადაყვანას სთხოვდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაიტარა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბრიგადა უთანხმდება საავადმყოფოს, შეუძლია თუ არა პაციენტის მიღება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. პაციენტმა ექიმების მიერ შეთავაზებულ საავადმყოფოზე უარი განაცხადა, სწორედ ამ დროს, ის დანის მუქარით ექიმებს აიძულებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილ კლინიკაში გადაეყვანათ. სიტყვიერ დაპირისპირებაში პაციენტის მამა და კიდევ ერთი ოჯახის წევრიც ჩაერთო. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ექიმები სასწრაფოს მანქანაში ჩაიკეტნენ და რაციით დახმარება ითხოვეს. 20 წლის ახალგაზრდამ მანქანის საბურავები დანით დაჭრა და ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს პრესსამსდახურში.
მათივე ინფორმაციიით, სამართალდამცავებმა აგრესიული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თავდასხმის გამო სამართალდამცავებმა პაციენტის მამა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.