„თითოეული ნახატი საკუთარი შვილივით მიყვარს“ - ინტერვიუ მხატვარ ვასილ ბოსტაშვილთან

  16:03:49     02-07-2015

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი 42 წლის, თვითნასწავლი მხატვარი, ვასილ ბოსტაშვილია. მისი შემოქმედების ძალიან საინტერესოა. მთელი უჩვეულობა კი ისაა, რომ იგი სახატავ მასალად საწერკალამს იყენებს.

-    ბატონო ვასილ, ხატვა როდის დაიწყეთ?

-    სამი წლიდან ვხატავ. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ვმუშაობ, როგორც ფერწერაში, ისე გრაფიკაში.

-    რატომ ხატავთ საწერი კალმით?

-    ეს საკმაოდ საინტერესოა, თანაც რთული. გამოწვევაა.

-    როდის ხატავთ ხოლმე?

-    ვხატავ როცა შთაგონება მეწვევა, როცა გუნებ-განწყობა  მაძლევს ხატვის საშუალებას. შუაღამეს გვიან ავმდგავარ და დამიხატავს, დილას - სისხამზეც, სანამ მზე ამოიწვერება.

-    ძირითადად რა თემატიკაზე მუშაობთ?

-    პორტრეტის ხატვა მიყვარს. პეიზაჟსაც ვხატავ, ნატურმორტსაც... სხვადასხვა თემებზე ვმუშაობ.

-    გამოფენა თუ გქონიათ ან თუ გეგმავთ?

-    პირველი გამოფენა მომიწყვეს სკოლაში. როცა10 წლის შევსრულდი , გამოფენა მქონდა ლენინგრადში, ბაქოში... მაქვს ბევრი დიპლომი და სიგელი... ახლა თუ დარბაზს ვნახავ, ვფიქრობ გამოფენაზე.

-    თუ გაგიყიდიათ რომელიმე ნამუშევარი?

-    არა, ჩემი აზრით, ხელოვანისათვის ძალიან ძნელია საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა. თითოეული ნახატი საკუთარი შვილივით მიყვარს და საათობით ვუყურებ და ვესაუბრები კიდეც, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს... კომერციისგან შორს ვარ... რამდენიმე ნახატი უახლოეს ადამიანებს ვაჩუქე.