შსს: სოფელ ფლევში 17 წლის ბიჭმა მოხუცი ქალი მოკლა
12:16:27     02-07-2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში 74 წლის ნანული გაჩეჩილაძის მკვლელობის შესახებ „პრესა.ჯი“ გუშინ წერდა.
მოხუცი ქალბატონი საკუთარ სახლში მოკლული კვირას ნახეს. ქალბატონს ძალადობის კვალი აღნიშნებოდა.
დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროდან „პრესა.ჯი“-ს აცნობეს, რომ ფლევში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.
მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა.
„შსს-მ ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქურთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გოჩა ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, მოხუცი ქალბატონის საცხოვრებელ სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა, მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“,- აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.