უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

  07:53:46     02-07-2015

მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი, კოტე ლაშხი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი "ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ქართველი ოფიცერი კოტე ლაშხია, რომელიც მარიუპოლს იცავდა, უბედური შემთხვევისას დაიღუპა (მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა). მანამდე უკრაინაში საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ: გიორგი ჯანელიძე, ალექსანდრე გრიგალაშვილი, თამაზ სუხიაშვილი. ათობით ქართველი იცავს უკრაინას საბრძოლო ზონის სხვადასხვა ნაწილში. ყველა მათგანი აქ იმიტომ წამოვიდა, რომ ჩვენი საერთო მომავალი დაიცვან.  კოტე ლაშხიას პირადად ვიცნობდი, მას ერთი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა' - წერს სააკაშვილი.