ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
12:49:34     01-07-2015
ბათუმში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ზღვის სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერშელაპარაკება უძღოდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ინცინდენტში მონაწილეობას იღებდა 5 ახალგაზრდა, რომლებიც დაჭრის შემდეგ ეჭვმიტანილთან ერთად გაიქცნენ.
დაშავებული ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც შს სამინისტროში "პრესა.ჯი"-ს განუცხადეს, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, ამ წუთებში კი მისი დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაჭრილი შეზლონგებს აქირავებდა. ეჭვმიტანილმა მას შეზლონგუის უფასოდ მიცემა მოსთხოვა, კამათის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა 25 წლის ბიჭს.