"ნიქააბიანი გოგოების მეშინოდა" - ინტერვიუ ბექა ყორშიასთან
11:38:59     01-07-2015
ბექა ყორშია ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტია. მისი ლექსები სხვადასხვა ჟურნალშია დაბეჭდილი. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, არაბულ ენას. ახლა ქუვეითშია, სასწავლო პროგრამით. ქუვეითურ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე იგი თავად გაგვესაუბრა. ადვილადაა შესამჩნევი, რომ მთელ კორესპონდენციას იუმორის ელფერიც დაკრავს...
- საკმაოდ რთული და საინტერესო პროფესია გაქვთ არჩეული. რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ არაბული ენა შეგესწავლათ?
- ორიენტალისტიკა საინტერესო სფეროა. მარტო არაბულსაც არ ვსწავლობ, არაბული ქვეყნების ისტორიას, კულტურას, რელიგიას, ეკონომიკას, პოლიტიკას... პირველ რიგში, აქტუალურია, თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გადაავლებთ თვალს , ამაში მარტივად დარწმუნდებით. საქართველოში არც ისე ბევრი არაბულის მცოდნეა, ამიტომ ვფიქრობ, საჭირო ტიპი ვიქნები.
- ერთი წელია, რაც ქუვეითში სწავლობთ. როგორ შეეგუეთ რადიკალურად განსხვავებული ქვეყნის ყოველდღიურობას?
- ქუვეითმა რადიკალურად შემცვალა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს სტუდენტურ საცხოვრებელში სამოცდაათი ქვეყნიდან არიან სტუდენტები. ჩემს სართულზე პირველ სემესტრში პაკისტანელი მუჰამად ნისარი, ნიგერელი ჯიბრაილი, ნიგერიელი ჰარუნი (იგივე "ბოკო ჰარამა"), ერითრიელი ეფო, ემირატელი ჯემალი, ეგვიპტელი აბდარაჰმანი და 4 ტაივანელი ცხოვრობდნენ. ყოველდღე რომ რადიკალურად განსხვავებული კულტურის მატარებელ ტიპებთან გაქვს ურთიერთობა, თავისთავად, ეს შენზე ზეგავლენას ახდენს. ჰო,კიდევ, ჩინელი ჯავჰარა გამომრჩა. ჩინელ სტუდენტებს არაბულ სახელებს აძლევენ, სხვაგვარად , უბრალოდ , შეუძლებელია. „იუნ ხუ ხე ხაიუ“ თუ რაღაც ეგეთი ჰქვია რეალურად, ამიტომ ჩვენმა ლექტორმა იბრაჰიმმა გადაწყვიტა მისთვის ჯავჰარი დაერქმია. ჯავჰარა და ტაივანელი სემი ერთ ოთახში ცხოვრობენ, ეს, დაახლოებით, ისეთი სიტუაციაა, ქართველი და აფხაზი ერთ ოთახში რომ შეასახლო. ტაივანმა ჩინეთისგან დამოუკიდებლობა 1949 წელს გამოაცხადა და მას მერე „ბლატაობენ“. გაგიკვირდებათ და ერთხელაც კი არ წაკინკლავებულან, მწვანე ჩაიზე მპატიჟებენ ხშირად. ისე კი ძალიან „შევჯექი“ მაგ მწვანზე ჩაიზე. ქუვეითში ალკოჰოლი, თავისუფალი ურთიერთობები და სხვა სათნოებები და სულის ცხონებისთვის აუცილებელი რამე-რუმეები იკრძალება. მე და გოგამ შიშას დავუმუღამეთ, მუბარაქიას ბაზარში გავდივართ ყოველ მეორე დღეს, მუსტაფას „ზაბეგალოვკას“ დავუმუღამეთ კიდევ. ბოლო დროს, მანდ ვეწევით ხოლმე.
- რომელია ქუვეითური ცხოვრების ერთ-ერთი უცნაური და დასამახსოვრებელი ეპიზოდი?
- თავიდან ნიქააბიანი გოგოების მეშინოდა, მაგრამ ახლა აღარ მეშინია. თქვენ წარმოიდგინეთ, ნიქააბიანი მეგობარიც კი მყავს, უბრალოდ, როცა ვსეირნობთ, ჩვენს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ერთხელაც კი არ შევხებივარ, გაგონილა?! ამას წინათ ვუთხარი, ერთად ფოტო გადავიღოთ-მეთქი და ერთი პირობით დამთანხმდა, Facebook -ზე რომ ატვირთავ , ყველა ქუვეითელი „დააჰაიდეო“. არა, არა, ყველა მუსლიმი „დააჰაიდეო“. სხვა რა გზა იყო?! მთელი ახლო აღმოსავლეთი მოვნიშნე და „დავაჰაიდე“. გაგონილა?! მაგრამ „ნიჩიო“.
- წერისთვის რამდენად გაქვთ დრო და საშუალება?
- აქ საწერად დრო მაქვს, კი, უბრალოდ , არ ვიცი, რაზე ვწერო. პროზის წერა დავიწყე, რაღაც დღიურების სტილშია, მაგრამ დღიური არაა. რომ ჩამოვალ. გამოვცემ, უკვე 150 გვერდს მივაღწიე.
- როგორც ვიცი, თქვენი ლექსები რამდენიმე ჟურნალში დაიბეჭდა...
- პირველად "ცხელ შოკოლადში" დავიბეჭდე, 17 წლის ვიყავი. ბექა ლონდარიძე დამიკავშირდა, შენი ფერების ციკლი უნდა დავბეჭდოთო, ჰოდა დავიბეჭდე. აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, ირაკლი ლომოური და ბექა ყორშია... მაგრად „გამისწორდა“. მერე აფრაში დავიბეჭდე, მერე ახალ საუნჯეში, მერე არილში...
- რა მოგენატრათ ქართული სტუდენტური ცხოვრებიდან?
- რომ ჩამოვალ , პირველად რასაც გავაკეთებ, ავდგები და „კეკელიძის ლობიანს“ შევჭამ, თორემ მოვკვდი მისი ფოტოების თვალიერებით.
ბექა ყორშიას ლექსები :
ჩემი მშობლები ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ.
მე და ბაბუაჩემმა მათი სხეული
ხის ყვითელ ნავს გავაყოლეთ დაბინდებისას
*
როგორც მზე იკარგება ზღვაში
აი, ისე დაგვეკარგა
ყვითელი ნავი.
ვიჯექი ნაპირზე და ვხედავდი-
როგორ იპოხებოდა სიკვდილის ღვინით
ბაბუაჩემის ქვევრებივით ღრმა თვალები.
*
დედაჩემის თბილი ბალიში-
მამაჩემის მკვდარი მკერდია
და მამაჩემის მკვდარი მკერდია
რკინის გალია, სადაც მოემწყვდა
დედაჩემის სიცოცხლის ჩიტი
*
ჩემი მშობლები ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ.
მათ აღარ ესმით ჩემი სიმღერა-
ძილის წინ, რომ ვღიღინებ ხოლმე.
...
მაწანწალა ძაღლის
ნეკნებივით შესამჩნევია
ბზარები ჩემი ოთახის კედელზე
ამ კედელზე მამაჩემის შავ-თეთრი ფოტოა
მისი შავი-ზღვის მარილზე უფრო მძიმეა
და მისი თეთრი-თავის თავზე უფრო ნათელი -
ყოველ დილით ბებიაჩემი
მამაჩემის ყვითელ პერანგს დააუთოებს
ხელში დაიჭერს, ფართოდ გაშლის, კარგად შეხედავს
მერე კი დაუძახებს – აჰა, მზად არის!
და ყოველ ჯერზე პასუხად იღებს საათის წიკ-წიკს…
*
- ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
სულ ცოტა ხნის შემდეგ?!
ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
რომელსაც მამაჩემის სუნი აღარ აქვს?!
ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
რომლის აბრეშუმიც ვეღარ ანათებს?!
- საფრთხობელა !