სალათა “აიდა”
10:31:39     21-03-2011
მასალა: სავოის კომბოსტო – 200 გრამი, პომიდორი – 200 გრამი, ტკბილი წიწაკა – 200 გრამი, მოხარშული კვერცხი – სამი ცალი, ძმარი – 40 გრამი, მზესუმზირის ზეთი – 40 გრამი, მდოგვი – 30 გრამი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
კომბოსტო წვრილად დავჭრათ. პომიდორი გავთუთქოთ, კანი მოვაცალოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. დავჭრათ წითელი წიწაკაც. ამ ბოსტნეულს დავამატოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მზესუმზირის ზეთი, ძმარი და მდოგვი. მოვაყაროთ მარილი და გავაფორმოთ მწვანილით.