ხაშურში მოხუცი გააუპატიურეს და მოკლეს
21:01:12     30-06-2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში მოხუცებული ქალი მოკლული ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით 75 წლის ქალი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი უკვე ჰყავთ რომელიც ადგილობრივი მკვიდრია.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება რის შემდეგაც ცნობილი გახდება მოხუცი ქალის გარდაცვალების მიზეზი. როგორც "ნიუპოსტს" შსს პრესსამსახურში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.