"მინდა ალბომი გამოვუშვა" - ინტერვიუ მარიამ ელიეშვილთან
20:35:58     30-06-2015
მარიამ ელიეშვილი ახალგაზრდა მომღერალი და მოცეკვავეა. იგი ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მალევე შეაყვარა თავი ქართველ მსმენელს. ასაკის მიუხედავად, მარიამი საკმაოდ წარმატებული გოგონაა. ახალგაზრდა მომღერალი საკუთარ ცხოვრებასა და გეგმებზე გაგვესაუბრა.
- მარიამ, ტელეეკრანებზე უცებ გამოჩნდით და თითქოს, მალევე გაქრით. რა არის ამის მიზეზი?
- არ ვფიქრობ, რომ გავქრი. სულ ახლახანს იყო ჩემი და გიორგი დათიაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა , ოთარ ტატიშვილის შოუში (სიმღერის ტექსტი ეკუთვნის აჩიკო ჯოჯიშვილს, მუსიკა გიორგი დათიაშვილს). თითქმის ყველა ტელევიზიაში მქონდა მიწვევა. ისე კი, ვფიქრობ, რომ ტელეეკრანებზე ხშირად გამოჩენით ხალხს თავი არ უნდა მოაბეზრო.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ხალხმა გაგიცნოთ, როგორც მომღერალი?
- ხალხის უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი მეგობარი შევიძინე.. ამასთან ერთად, საქართველოს სახელით გამოვედი სხვადასხვა ქვეყანაში ფესტივალზე. მაგალითად, ქართული კულტურის ცენტრის მიწვევით, 19 აპრილს ვიყავი სტამბოლში. რამდენიმე დღის წინ კი , კონკრეტულად 27 ივნისს, ვიმყოფებოდი ისრაელში, ქალაქ აშდოდში. ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა.
- მარიამ, თქვენ ცეკვავთ კიდეც...
- დიახ, ასეა. ბავშვობიდან ვცეკვავ, შეიძლება ითქვას, ბაღის ასაკიდან. თავიდან ერთი წელი ბალეტზე ვიარე, შემდეგ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებში ვცეკვავდი. ბოლო ოთხი წელი ანსამბლ „რუსთავში“ გავატარე, რომელსაც ბატონი ფრიდონ სულაბერიძე ხელმძღვანელობდა. უამრავი გასვლა გვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლოს მაროკოში ვიყავით ერთი თვით. სამწუხაროდ, წელს , აბიტურიენტობის გამო, ცეკვაზე უარის თქმა მომიწია, თუმცა აუცილებლად გავაგრძელებ.
- გვიამბეთ ისრაელში ყოფნის შესახებ.
- მადლობა უფალს, რომ სიმღერის გამო საკმაოდ ბევრი მიწვევა მაქვს საზღვარგარეთიდან. ასე მოვიარე და მოვილოცე ბევრი ქვეყანა. ისრაელში რამდენჯერმე ვიყავი ამ მიზეზით. ბოლო კონცერტი , როგორც ზემოთ აღვნიშნე, 27 ივნისს ჩატარდა, სადაც ჩემთან ერთად მიწვეული იყო დათო კენჭიაშვილი და ტატო გოდერძიშვილი. ფესტივალზე გამოვიდა იქაური ქართული ნაციონალური ბალეტი, თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. იყო ტაში, ოვაციები... თოთოეული მონაწილე ტიროდა. როცა გრძნობ ხალხის ამხელა სიყვარულს , ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს. ეს ფესტივალი ჩატარდა ქალაქ აშოდის მერიის ორგანიზებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და განსაკუთრებით, ბატონ მოშე ბოთერაშვილს.
- ვინ შეგაყვარათ ქართული ფოლკლორი?
- ფოლკლორი ოჯახმა შემაყვარა. მუსიკალური განათლება მაქვს, წარჩინებით დავამთავრე მიზანდარის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით. ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ვერ დავიკვეხნი, რომ ძალიან კარგად ვუკრავ. ვმღეროდი საესტრადო სიმღერებს, მაგრამ გულმა მაინც ფოლკლორისკენ გაიწია. ეს ჟანრი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მან დიდი წარმატება მომიტანა 15 წლის ასაკში.
- მარიამ, როგორ ფიქრობ, მაინც რა არის შენი წარმატების მიზეზი?
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. კარგი მოსწავლე ვიყავი. წელს დავამთავრე 29-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე, სკოლის პარალელურად ვსწავლობდი ბაირონის სკოლაში, ვცეკვავდი, დავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში... ბევრი უძილო ღამე მქონდა. ყველაფერი ისე არაა, რომ აიღო მარიამმა ფანდური, იმღერა და პოპულარული გახდა. მე თავს მომღერალს ვერ ვუწოდებ, რადგან ვთვლი, რომ წინ ბევრი შრომა და სწავლა მელოდება. როცა ხალხი გისმენს, შენგან ყოველთვის უკეთესს მოელის. სერიოზულად უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
- რას ითვალისწინებს შენი სამომავლო გეგმები?
- რამდენიმე დღეში დამეწყება ეროვნული გამოცდები. მინდა წარმატებით ჩავაბარო თავისუფალ უნივერსიტეტში, გამოვუშვა ალბომი, ჩავწერო ბევრი ლამაზი სიმღერა. ვნახოთ , რა იქნება. ყველაფერი უფლის ნებაა, არავინ იცის რა იქნება ხვალ.