საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს - ვის შემოჰქონდა თურქეთიდან ჰეროინი?
13:23:47     30-06-2015
27 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში,მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.საქართველოს მოქალაქე ბ. ფ.-ისპირადი დათვალიერების შედეგად,მათ 0,343 გრამის ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
28ივნისს,სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ჩეხეთის მოქალაქე ე.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის პრეპარატი Tramal- 6 აბი.ნარკოტიკული ნივთიერების (კოდეინი) შემცველობის პრეპარატი Acetaminophen Codeine -9აბი და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველობის პრეპარატი Goldax-7 აბი აღმოაჩინეს სგპ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ასევე 29ივნისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.