30 ივნისს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული დარბაზები გაიხსნება.

  19:05:41     29-06-2015

თიბისი ბანკის მხარდაჭერით განახლდა და გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მდებარე ემიგრაციის დარბაზი, რომელშიც ემიგრანტული ლიტერატურა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოტანილი არქივები განთავსდა.

პარალელურად, გაიხსნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი და  დედაენის დარბაზი. 

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამერიკის ელჩი საქართველოშირიჩარდ ნორლანდი.