მხატვარი, რომლის შთაგონების წყარო მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკაა
09:14:25     29-06-2015
დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ახალგაზრდა მხატვარი გურამ აზმაიფარაშვილია. გურამის შემოქმედება საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედებით აღფრთოვანებას , ძირითადად, უცხოელები გამოხატავენ და საქართველოში იგი , შეიძლება ითქვას, უცნობ მხატვრად ითვლება.
- თქვენი ნახატები უამრავი დეტალითაა შევსებული. საიდან იბადება ამ დეტალთა ხატვის იდეა?
- ალბათ, რაც ქვეცნობიერს აქვს დამახსოვრებული, იმას ავლენს ჩემი ხელები ფურცელზე. ეს უამრავი დეტალი ერთ მთლიანობას ქმნის
- რა ჰქვია თქვენს სტილს, რასაც ხატავთ?
- არ ვიცი, იქნებ სურრეალიზმი?
- გაქვთ სამხატვრო განათლება ?
- 1 წელია სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვარ, მაგრამ დიდად არ დამხმარებია. არც ვთვლი , რომ რამე ისეთია ჩემს ნახატებში, რასაც სწავლა სჭირდება.
- გამოფენა თუ გქონიათ?
- გამოფენა არ მქონია. მხოლოდ სოციალურ ქსელში მაქვს გამოფენა მუდმივად და უფასოდ.
- კომერციული თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანია თქვენი ნამუშევრები და თუ ხართ ამაზე ორიენტირებული?
- ამაზე ორიენტირებული არ ვარ , თუმცა შეკვეთები მქონია და მათი 100 % უცხოელებისგან იყო.
დღესაც ვთანამშრომლობ რამდენიმე მათგანთან. მაგალითად, ქეით დეივისი ,ბრიტანელი მწერალი, რომელსაც წიგნის ყდა გავუფორმე. საუბარია "ვამპირულ ომებზე". საკმაოდ კრეატიულად უნდოდა გაპიარება. მეორე დამკვეთი ნიუ ჯერსიდანაა . ჩემი ნახატი ნახა შემთხვევით ინტერნტში და მომწერა . რამდენიმე შეკვეთა მომცა. მაისურებს უშვებს, რომლებზეც ჩემი ნახატებია გამოსახული. საკმაოდ განსხვაბული სტილის მაისურებია. ესეც ერთგვარი გამოფენაა, როცა შენი ნახატი , დედამიწის მეორე მხარეს , ადამიანს მკერდზე აქვს გამოსაახული . ალბათ , ეს უფრო საინტერესოა.
- რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
- მოზღვავებული პროტესტის გრძნობა და მუსიკა.