"მეტი დამოუკიდებლობა, მეტი შემოქმედებითობა და თუნდაც, მეტი გაურკვევლობა მსურდა"
09:57:48     28-06-2015
ჯადოსნური ავტობუსი კინოფილმიდან 'Into the wild" , სანიშნე "ავი კუდიანი", ბროში მზესუმზირა, ყელსაბამები ანიმაციური პერსონაჟების გამოსახულებებით - ნივთები საინტერესო და უჩვეულოა. ყოველი მათგანი საოცარი მონდომებითაა დამზადებული. მათ ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „Buera”–ში წავაწყდით. სახელოსნოს შიდა სამზარეულოში შესახედად, ნივთების ერთ–ერთ შემოქმედს, თეონა ბაკურაძეს დავუკავშირდით.
- როდის აღმოაჩინეთ, რომ ხელნაკეთი ნივთების დამზადება შეგეძლოთ?
- დაახლოებით სამი წლის წინ,ფეხმძიმობისას დავიწყე ექსპერიმენტები პოლიმერულ თიხაზე,მანამდე სხვა ტიპის საძერწ მასალას ვიყენებდი თოჯინებისთვისა და ანიმაციისთვის.რამდენიმე ცდის შემდეგ აღფრთოვანება ბავშვობის მეგობარს, მაია თავართქილაძეს გადავდე და ყველაფერი აქედან დაიწყო.
- განსაკუთრებით რისი კეთება მოგწონთ?
- განსაკუთრებით მომწონს, როცა არ ვიცი, რას ვაკეთებ. უბრალოდ, ვიწყებ და პროცესში ვიხსნები.ამ დროს ისეთ სიამოვნებას განვიცდი, მცირეოდენ შიშსაც, რომ რაღაც სისულელეს ვაკეთებ, შეიძლება, მაგრამ ამ რისკს თავიდანვე ვითვალისწინებ და წინასწარ ვარ შეგუებული,რომ შეიძლება ნაგვის ურნაში მოხვდეს შედეგი, მაღაზიის ნაცვლად.
- რა დროს უთმობთ ხელსაქმეს?
– მთელ ჩემს თავისუფალ დროს,რაც ძალიან მეცოტავება.
- მოგვიყევით, როგორ იქცა ჰობი შემოსავლიან საქმიანობად?
- უნივერსიტეტში სწავლისას, დროებით ვიმუშავე ისეთ გარემოში,რომელსაც კარგი სამსახური ეთქმოდა და მივხვდი,რომ მე კიდევ მეტი მსურდა. მეტი დამოუკიდებლობა, მეტი შემოქმედებითობა და თუნდაც,მეტი გაურკვევლობა. ხანდახან ჯობს,ყველაფერი არ იყოს წინასწარ განსაზღვრული და ნათელი თავად მოჰფინო შენს გზას. ასე რომ,მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები ნელ-ნელა დამეხვეწა და ახლაც ამ პროცესში ვარ. კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და მისაღწევი, უამრავი შეცდომა დავუშვი და კუს ნაბიჯით ვიარე, ველოსიპედიც თავიდან გამოვიგონე, მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან ეს ყველაფერი ამ პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს.
- რამდენად მოსწონს ხალხს თქვენი პროდუქცია, რამდენად ინტერესდება?
- ხალხისგან ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს პირველივე დღიდან, ფრთებს გვასხამენ და ჩვენც დავფრინავთ.
- რომელი იყო ყველაზე უცნაური შემოთავაზება, რისი გაკეთებაც გთხოვეს?
- უამრავ არასტანდარტულ შეკვეთას ვიღებთ, არასტანდარტულობა კი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასე კონკრეტულად ვერაფერს ვიხსენებ.
- გამოფენა-გაყიდვაზე გვიამბეთ. როგორც ვიცი, "Flea Market"-ზეც გაიტანეთ ნივთები.. რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი?
- ერთი გამოფენა გვქონდა ჯერჯერობით, ჰაიაო მიაძაკის შემოქმედებაზე აგებული.ეს დღე ყოველთვის სიამოვნებით გამახსენდება.flea market-ზე ხშირად გავდივართ ხოლმე ,ასეთი ლაღი და უშუალო გარემო იშვიათია თბილისში. Flea-ზე დაინტერესებას იწვევს ე.წ.fanart-ის თემატიკის ნამუშევრები და ჩვენი საავტორო ნივთები.
- რაიმე მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას ხომ არ გეგმავთ?
- შემოდგომაზე, პირველ სრულფასოვან კოლექციაზე ვაპირებთ მუშაობას და შედეგებს სწორედ ამგვარად წარვადგენთ.