
ფილიპინებზე ქართული კინოს დღეები გაიმართება
11:48:02     26-06-2015
საქართველოს საპატიო კონსულის, ბუდი კუნანის ორგანიზებით, ფილიპინებზე ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიება მსოფლიო პრემიერების კინოფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, რომელსაც საქართველო წელს პირველად შეუერთდა. ქართული კინოს დღეები 30 ივნისიდან დაიწყება. ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“ და ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით“.