ნანა ჩარკვიანი - მამაჩემის ყველა სიმღერა, ყველა ფრაზა... ყველაფერი მიყვარს, რაც დატოვა
08:50:13     26-06-2015
Presa.ge-ს
დღევანდელი რესპოდენტი, მომღერალი ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა
ჩარკვიანია. იგი 12 წლისაა და ფიქრობს, რომ ჯერჯერობით , მოსაყოლი ბევრი
არაფერი აქვს. უყვარს კერძების მომზადება, მათი დაგემოვნება და მეგობრებთან
ერთად გართობა. ნანას ცხოვრებისა და ოცნებების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან
შეიტყობთ.
- ნანა, მოგვიყევი შენი ჰობის შესახებ. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
- თავისუფალ დროს, ჩვეულებრივ, მეგობრებთან ვატარებ. ერთად ვმღერით, ვცეკვავთ, ვერთობით. Skateboard-ით სიარულს ვასწავლი მათ. სოციალურ ქსელზე შევდივარ და სასაცილო ვიდეოებს ვნახულობ. ამას გარდა, ანიმეს ყურება მიყვარს ძალიან. ხშირად ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვჯდები და ვფიქრობ...
- როგორც ჩანს, მუსიკა ძალიან გიყვარს. რას უსმენ ძირითადად?
- საყვარელი ჟანრებია Rock, Pop Rock, Grunge , Trip-hop . ვუსმენ Nirvana-ს, Led Zeppelin-ს. Jimi Hendrix-სსა და Massive Attack-ს.
- ნიჭიერში შენი გამოსვლა ბევრს ახსოვს. უნდა ველოდოთ თუ არა ნანას სხვა რომელიმე პროექტში?
- არა. ჩემთვის მომავალი საინტერესო არაა. აწმყოზე ფიქრი უმჯობესია, თუმცა მსახიობობა მინდა.
- რას ნიშნავს შენთვის ირაკლი ჩარკვიანის შვილის სტატუსის ტარება?
- სიმართლე გითხრათ, ეგ კითხვა არ მიყვარს. რას უნდა ნიშნავდეს?! მამაჩემი ვინც უნდა ყოფილიყო და რა სტატუსიც უნდა ჰქონოდა მაინც ძალიან მეყვარებოდა.
- გაქვს ირაკლის შემოქმედებიდან საყვარელი ფრაზა ან სიმღერა, რომელის კითხვა და მოსმენა არ მოგბეზრდება?
- მისი ყველა სიმღერა , ყველა ფრაზა... ყველაფერი მიყვარს, რაც დატოვა.
- როგორია გელა ჩარკვიანი, როგორც ბაბუ?
- ბაბუ არაჩვეულებრივია. ბაბუური. მასწავლის ინგლისურს. მასთან გავიარე სახარება, მითოლოგია და ახლა გავდივარ ისტორიას. გელაში ის მიყვარს, რომ ჩემს ნაშრომს აფასებს და წასახალისებლად პრიზებსაც მიწესებს.
- რომელია შენი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი?
- ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომელიც იქნება - როცა მე დავესწრები ჩემი საყვარელი მუსიკოსის Snoop Dog-ის კონცერტს.
- ნანა, შენ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ. მიუხედავად იმისა, გიცნობენ თუ არა ისინი. რას ეტყოდი მათ?
- იყავით ბედნიერები, გაერთეთ, ისწავლეთ, წაიკითხეთ წიგნები და ეცადეთ ყველა გიყვარდეთ.
- ნანა, მოგვიყევი შენი ჰობის შესახებ. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
- თავისუფალ დროს, ჩვეულებრივ, მეგობრებთან ვატარებ. ერთად ვმღერით, ვცეკვავთ, ვერთობით. Skateboard-ით სიარულს ვასწავლი მათ. სოციალურ ქსელზე შევდივარ და სასაცილო ვიდეოებს ვნახულობ. ამას გარდა, ანიმეს ყურება მიყვარს ძალიან. ხშირად ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვჯდები და ვფიქრობ...
- როგორც ჩანს, მუსიკა ძალიან გიყვარს. რას უსმენ ძირითადად?
- საყვარელი ჟანრებია Rock, Pop Rock, Grunge , Trip-hop . ვუსმენ Nirvana-ს, Led Zeppelin-ს. Jimi Hendrix-სსა და Massive Attack-ს.
- ნიჭიერში შენი გამოსვლა ბევრს ახსოვს. უნდა ველოდოთ თუ არა ნანას სხვა რომელიმე პროექტში?
- არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავ. ცეკვასაც მგონი თავი დავანებე. ვნახოთ...
- პროფესია ხომ არ გაქვს არჩეული, გაქვს გეგმები სამომავლოდ?- არა. ჩემთვის მომავალი საინტერესო არაა. აწმყოზე ფიქრი უმჯობესია, თუმცა მსახიობობა მინდა.