აზერბაიჯან-უკრაინის სამხედრო გეგმები

  11:05:07     19-03-2011

საქართველოს ორი სტრატეგიული პარტიორი აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას იწყებს. ბაქოში, ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხეილ ეჟელი იმყოფებოდა, რომელმაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა.

 

როგორც უკრაინულ-აზერბაიჯანული მედიასაშუალებები, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საიტზე დაყრდნობით იუწყებიან, მინისტრმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლეს პირებთან გამართა.

 

“ჩვენ, პირველ რიგში, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საკითხები განვიხილეთ, რომელიც ორივე ქვეყნის სამხედრო ძალებს ეხება, ასევე - შეიარაღების და ტექნიკის მოდერიზაციის თემები.” – აღნიშნა მინისტრმა.

 

როგორც ირკვევა, აზერბაიჯანი საბჭოთა პერიოდის წარმოების ტექნიკის მოდერნიზაციითა და შეკეთებითაა დაინტერესებული და უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი ამაში დაეხმარება.

 

მინისტრის თქმით, ამჟამად ორმხრივი თანამშრომლობის კომისია მუშაობს, რომლის წარმომადგენლებიც ამ მიმართულებით მოქმედების ახალ გეგმას ამუშავებენ.