საზაფხულო ალუბლის პეროგი
06:39:47     25-06-2015
იცოდით, რომ ალუბალი აუმჯობესებს განწყობას? ასევე ამარაგებს ორგანიზმს იოდითა და რკინით, თუმცა იმისათვის, რომ ეს ხილი მრავალფეროვნად მივირთვათ და არ მოგვწყინდეს, გთავაზობთ ერთ-ერთ მარტივ რეცეპტს, რომელიც უგემრიელეს პეროგს დაგაგემოვნებინებთ.
დაგვჭირდება:
250 გ. ალუბალი;
100 გ. კარაქი;
3 ცალი კვერცხი;
200 გ. ფქვილი;
1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი;
შაქრის პუდრა.
მომზადება:
გარეცხილ ალუბალს გამოაცალეთ კურკები;
დარბილებული კარაქი შეაზავეთ შაქართან;
დაამატეთ ამ მასას კვერცხი სათითაოდ, თითოეულ ჯერზე კარგად რომ შეზავდეს;
კარგად შეაზავეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი;
გაფინეთ პერგამენტის ქაღალდი ფორმაში(ამ შემთხვევაში დიამეტრი 24 სმ.);
შიგნით მოვათავსოთ ცომი და ზედ ალუბლები;
გამოვაცხოთ 180 °С-ზე , 35-40 წთ;
შეაციეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!