ქუთაისი თბილისის დასახმარებლად - ახალგაზრდები ღონისძიებებს გამართავენ
14:28:56     24-06-2015
დღეს, 24 ივნისს, 17:00 საათზე, ოპერის თეატრის ინიციატივით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო, ვოკალური და ევროპული ცეკვების სტუდიები, ოპერის თეატრში გამართავენ საქველმოქმედო კონცერტს. ოპერის ფოიეში დაგეგმილია სამხატვრო სკოლის ნამუშევართა გამოფენა. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისში სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.
„ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები ერთიანდებიან იმისთვის, რომ დავეხმაროთ სტიქიით დაზარალებულებს. ჩვენი სლოგანია „გავერთიანდეთ სიკეთისათვის“ - აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.
აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს ქუთაისში , თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, უკვე მოეწყო „ჰიპო მარკეტი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გასაყიდად გაეტანა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, face- არტი, მინანქარი , ქვილინგი , თიხის ნაწარმი, ფოტოები და ამასთან ერთად, მონპლაზირის ტერიტორიაზე, სხვადასხვა კაფე-ბარმა გასაყიდად გაიტანა თავისი პროდუქცია. შეგროვებული თანხა , 1550 ლარი , მთლიანად გადაირიცხა დაზარალებულთა ფონდში და ზოოპარკის დასახმარებლად.
3 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება ზ. ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა "დაისი". სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელ ფონდში.