გოგონა, რომელიც ნახატების შესასრულებლად ტუჩებს იყენებს (ფოტოები)

  08:54:03     24-06-2015

ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა, ლაურა ჯენკინსონი, რომელიც ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნახატების შესასრულებლად რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - ტუჩებს ირჩევს. მისი ინსპირაციის წყარო მულტფილმების პერსონაჟებია.

ლაურა ამბობს, რომ მისი მულტიპლიკაციური ხელოვნება, ბევრად უფრო მარტივად განსახორციელებელია, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, ყველას დაუჯერებლად მიაჩნია, რომ ისინი უბრალო, მარტივი თეატრალური მაკიაჟის შედეგია და მეტი არაფერი. ლაურას კი ყოველივე ეს, ბედნიერებას ანიჭებს და ამბობს, რომ განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.